ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ჩრდილოეთ სარდლობაში მონაწილე ქვეყნების შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 14:27, 09 Nov, 2017     368
ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ჩრდილოეთ სარდლობაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა შედგა. გერმანიის თავდაცვის მინისტრის ორგანიზებით ალიანსის შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრის მთავარი მიზანი რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მიღება და სტაბილურობის შესანარჩუნებლად სამომავლო ღონისძიებების განსაზღვრა იყო.

ჩრდილოეთ სარდლობის (TAAC NORTH) დაქვემდებარებაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ავღანეთის ჩრდილოეთ რეგიონში არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელეს. რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ მათ ინფორმაცია ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-ლეიტენანტმა თარიქ შაჰ ბაჰრამიმ და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდალმა, გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა მიაწოდეს.

გლობალური უსაფრთხოების შენარჩუნების კუთხით ჩრდილოეთ სარდლობის დაქვემდებარებაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა საქართველოს კონტრიბუციაზე ისაუბრეს და აქცენტი ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ მისიის წარმატებით შესრულებაზე გააკეთეს. ყურადღება გამახვილდა მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე გახორციელებული თავდასხმისას ქართველი ჯარისკაცების მიერ გამოვლენილ პროფესიონალიზმზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება და საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობას განაგრძობს.

ჩრდილოეთ სარდლობის დაქვემდებარებაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, მინისტრებმა და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდალმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42