დაუსრულებელი მშენებლობები და დაზარალებული მოქალაქეები - კალაძე რეგულაციების გამკაცრებაზე საუბრობს
პოლიტიკა - 12:55, 09 Nov, 2017     1674
თბილისის ახლადარჩეული მერის, კახა კალაძის განცხადებით, რეგულაციების გამკაცრება მშენებლობაზე პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია, რადგან ის დაკავშირებულია ადამიანების უსაფრთხოებასთან.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს დეველოპერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა, სადაც „შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებთან“ დაკავშირებით მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ისაუბრეს.

ახლადარჩეული მერის განმარტებით, შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებში გარკვეული ცვლილებები შედის. „დეველოპერებიც თანხმდებიან და მხარს გვიჭერენ, რომ ახალი შენობა-ნაგებობები უნდა იყოს მოპირკეთებული და არა მხოლოდ შეღებილი, რაც ამახინჯკებს ქალაქის იერ-სახეს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვიმუშავებთ, წარმოვადგენთ კონკრეტულ სტანდარტიზაციას და დარწმუნებული ვარ, ის, რაც ჩვენ ყველას გვაწუხებს იერ-სახის ნაწილში, მომდევნო წლების განმავლობაში შეცვლილი იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, რეგულაციები, ძირითადად, ახალ მშენებლობებს შეეხება, გავრცელდება იმ კომპანიებზე, რომლებსაც მშენებლობის ნებართვა არ აქვთ აღებული, თუმცა მომზადებული აქვთ განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ). „რაც შეეხება მიშენებებს, ძალიან დიდი ნაწილი უკვე დაკანონებულია და ჩვენ კერძო საკუთრებას არ შევეხებით“, - აღნიშნა მან.

კახა კალაძემ კომენტარი დაუსრულებელ მშენებლობებზეც გააკეთა და განაცხადა, რომ ეს სერიოზული პრობლემაა ქალაქისთვის. „რამდენიმე კომპანიაა არსებობს, რომლებიც ფლობენ მსგავს შენობა-დაგებობებს. მათ შეექმნათ გარკვეული ფინანსური პრობლემები, იმ ადამიანებს კი, რომლებსაც ავანსი ჰქონდათ გადახდილი, სერიოზული ზიანი მიადგათ. მუშაობა ამ საკითხზეც დაიწყება და შემუშავდება ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად“, - თქვა დედაქალაქის ახლადარჩეულმა მერმა.

კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს დღეს შეხვდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42