N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცი“ ნაწყვეტების ჩვენება მოეწყო
პოლიტიკა - 12:38, 09 Nov, 2017     628
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ დაწესებულებას ფილმ „ექვთიმე ღვთისკაცის" რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე შემოქმედებით ჯგუფან ერთად ესტუმრა და ფილმის ნაწყვეტების ჩვენება გაიმართა.

ფილმი „ექვთიმე ღვთისკაცი“ ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს. ფილმის ნაწყვეტების ჩვენება პირველად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდა. ფილმზე მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს და ის კინოთეატრებში უახლოეს მომავალში გამოვა.

ჩვენების დასრულების შემდეგ ვიქტორინა გაიმართა. სტუმრებმა მსჯავრდებულებს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების შესახებ დაუსვეს კითხვები. სწორი პასუხების ავტორებმა სტუმრებისგან საჩუქრები მიიღეს.

რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ აღნიშნა, რომ ფილმის ნაწყვეტების ჩვენება ქალბატონებისთვის საინტერესო, ხოლო შემოქმედებითი ჯგუფისთვის - მსჯავრდებულთა ემოციები და შეფასება მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა. მისი თქმით, ის მზად არის, მომავალშიც ითანამშრომლოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა ნესტან ვერულაშვილმა დაწესებულებებში მსგავსი კულტურული აქტივობების გამართვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ფილმი ძალიან შთამბეჭდავი და ემოციური აღმოჩნდა. არანაკლებ საინტერესო იყო ფილმის დასრულების შემდეგ გამართული დისკუსია და ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობაზე საუბარი. მადლობა მინდა გადავუხადო ფილმის შემოქმედებით ჯგუფს და ასევე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, ქალბატონებისთვის ამ შესაძლებლობის მიცემისათვის. მსგავსი შეხვედრები დაწესებულებაში ხშრად ტარდება.“- აღნიშნა ნესტან ვერულაშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები აქტიურად ხორციელდება, რაც მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას უწყობს ხელს.

















მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42