კორუფცია საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროებში - მაკასარაშვილი გამოძიებამ დაკითხა
პოლიტიკა - 12:34, 09 Nov, 2017     2605
ანტიკორუფციული ბიურო თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებშიარსებული კორუფციული ფაქტების სწავლობს. უწყებაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენდაკითხეს თუ არა, ია მაკასარაშვილი, გიორგი მუსხელიშვილი და ლევან დარახველიძე,რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილიკორუფციაში ადანაშაულებს.

არსებული ინფორმაციით ხაბეიშვილის დაკითხვის შემდეგ ე.წ. მოდულის შენობაში საკრებულოს ყოფილი წევრი ვარკეთილის მაჟორიტარი ია მაკასარაშვილი დაკითხეს.

ოპოზიციის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, მაკასარაშვილს დეპუტატისბიუროში დასაქმებული ჰყავდა მეუღლე და შვილი. ასევე მეგობარი ოჯახის ორი წევრი.

“ნიუპოსტი“ია მაკასარაშვილთან დაკავშირებაც დილიდან ცდილობს, თუმცა მას ტელეფონი გამორთული აქვს.

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, უწყება დაწყწბული გამოძიების ირგვლივ დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.

ანტიკორუფციული სამსახური, საკრებულოს 3 მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროების საქმიანობით დაინტერესდა. მათგან ერთი "ქართული ოცნების" ყველაზე აქტიური სახე, ია მაკასარაშვილია ხოლო ორი, გიორგი მუსხელიშვილი და ლევან დარახველიძე, საკრებულოს მოქმედი წევრები არიან.

მასალები კონკრეტული კანონდარღვევების შესახებ, საგამოძიებო სამსახურს ლევან ხაბეიშვილმა გადასცა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სუს-ის შენობაში, დღეს დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდა და გამოძიებას, დეპუტატების მიერ საკუთარი ოჯახის წევრებისა და ნათესავების დასაქმების შესახებ დოკუმენტებს აცნობდა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებში არსებული კორუფციის შესახებ ფაქტები იმდენად მყარია, რომ შეუძლებელი იყო არ დაწყებულიყო გამოძიება.

ენმ-ს წევრი ამბობს, რომ ყველა დასახელებული პირის მიმართ საგამოძიებო უწყებამ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, ია მაკასარაშვილის შემთხვევაში დგინდება, რომ მას დეპუტატობის პირობებში გაფორმებული ჰყავდა მისი მეუღლე და შვილი საკრებულოში, ასევე ირკვევა, რომ მის ბიუროში მუშაობდა ცოლ-ქმარი, რომლის ცოლსაც მერე მოუწია ქმრის უარყოფა და ა.შ. ასევე ირკვევა, რომ ლევან დარახველიძის ბიუროში ოთხი თანამშრომლიდან ორი ერთმანეთს არ იცნობს ანუ არ დადიან ისინი სამსახურში, ასევე გამოირკვა, რომ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი მსუხელიშვილის ბიურო რიგ შემთხვევაში დახურულია. ეს კონკრეტული ფაქტები იძლევა იმის საფუძველს, რომ ამ კონკრეტული ადამიანების მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42