„აფხაზეთის კეთილი ნების ელჩი“ ანუ საოკუპაციო რეჟიმის ჩვეულებრივი წარმომადგენელი კულტურული მემკვიდრეობის დამცველის ნიღაბში
პოლიტიკა - 11:50, 09 Nov, 2017     1509
სერბი კინორეჟისორი, მსახიობი და მუსიკოსი ემირ კუსტურიცა ე. წ. „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩი“ გახდა.

სააგენტო სპუტნიკის ცნობით, იგი ვითომ შეეცდება მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიქცევას აფხაზეთში არსებული კულტურის ძეგლების დაცვის საკითხისადმი.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ბატონ ჯემალ გამახარიას.

"ამა წლის 7 ნოემბერს ნამდვილად გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ცნობილი რეჟისორი და გაეროს კეთილი ნების ელჩი ემირ კუსტურიცა კრემლის მიერ შექმნილი და გაპიარებული „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების“ ვითომ საქველმოქმედო მოძრაობას შეუერთდა. მან მხარდაჭერა გამოუცხადა არც თუ ისე კეთილი ნების „ელჩების“ ფარისევლურ ინიციატივას აფხაზეთის უძველესი ქრისტიანული კულტურის ძეგლების დაცვის შესახებ.

მინდა შეგახსენოთ, რომ მოსკოვმა ერთხელ უკვე სცადა ბატონ კუსტურიცას გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის, როდესაც „ქართველი აგრესორების“ მიერ ოსებისთვის ვითომ მოწყობილი გენოციდის შესახებ ფილმის გადასაღებად სერბი ხელოვანი 2009 წელს ოკუპირებულ ცხინვალში ჩაიყვანა. მოსკოვის გეგმა მაშინ ვერ განხორციელდა. ამჟამადაც კრემლი ცდილობს ემირ კუსტურიცასთვის ისეთი მისიის დაკისრებას, რომელიც გაეროს კეთილი ნების ელჩისთვის და ხელოვანისთვის სრულიად შეუფერებელია. საქმე ის გახლავთ, რომ „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები“ და მათ უკან მდგომი ძალები სინამდვილეში არიან არა ქველმოქმედები, არა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისკენ მოწოდებულები, არამედ საოკუპაციო რეჟიმის ჩვეულებრივი წარმომადგენლები. მათ სინდისზეა უმძიმესი დანაშაული - აფხაზეთში ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული მასობრივი ეთნიკური წმენდა და გენოციდი. „კეთილი ნების ელჩებად“ გარდასახვის შემდეგაც ოკუპანტები შუასაუკუნოვანი ველური მეთოდებით დღემდე არღვევენ ადამიანის ელემენტარულ უფლებებს, ეწევიან აფხაზეთის ქართული მოსახლეობის არნახულ დისკრიმინაციას, ამახინჯებენ და ანადგურებენ ქართული ქრისტიანული კულტურის უძველეს ძეგლებს - ქართველი მეფეების მიერ აგებულ ისტორიულ ტაძრებს, მათზე გამოსახულ ადრე შუასაუკუნეებში შესრულებულ ქართულ წარწერებს, ქართულ ფრესკებს და ა. შ.

რადგანაც მსგავსი ქმედებები არაერთხელ იქნა დაგმობილი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, რუსი ოკუპანტები და აფხაზი სეპარატისტები ცდილობენ ამოეფარონ მოსკოვის მიმართ ლოიალურად განწყობილი დიდი ხელოვანის ემირ კუსტურიცას, აგრეთვე ევროპის კავშირის პარლამენტის წევრის მაიკლ მარუსიკის (Michal Marusik) და სხვა ცნობილ მოღვაწეთა სახელებს. კრემლის მიზანია ამ და სხვა გამოჩენილი ადამიანების მეშვეობით აფხაზეთის დანაშაულებრივი საოკუპაციო რეჟიმი „განახლებული“ პოზიტიური იმიჯით წარადგინოს ევროპის წინაშე, მოახდინოს მისი ერთგვარი ლეგიტიმაცია.

ამგვარ გეგმებს აღსრულება არ უწერიათ. მიუხედავად ამისა, მოსკოვის მიერ ემირ კუსტურიცასთვის და მაიკლ მარუსიკისთვის დაკისრებული მისია საკმაოდ სერიოზული საფრთხის შემცველია. ამიერიდან ეს ადამიანები ხდებიან აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ზემოაღნიშნულ ბოროტმოქმედებათა, მათ შორის ქართული კულტურის უნიკალური ძეგლების განადგურების უნებლიე თანამონაწილენი.

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მსოფლიოში ცნობილი კინორეჟისორი და მუსიკოსი ემირ კუსტურიცა არ შებღალავს გაეროს კეთილი ნების ელჩის საპატიო სახელს, მალე გაერკვევა შექმნილ სიტუაციაში და უარს იტყვის კრემლის სამსახურზე, რადგანაც ამ შემთხვევაში მას არაფერი აქვს საერთო საერთაშორისო სამართალთან, კულტურის ძეგლების დაცვასთან, ჰუმანიზმთან, დროებით დაპირისპირებულ მონათესავე ხალხებს შორის თანხმობისა და მშვიდობის დამყარებასთან"- განაცხადა გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42