ხარაგაულში 28 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო - ოჯახი პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს
შემთხვევა - 10:49, 09 Nov, 2017     2758
ხარაგაულში 28 წლის ამირან კვირიკაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოჯახის წევრები სუიციდის მიზეზად პოლიციის მხრიდან ზეწოლას ასაახელებენ.

ოჯახის ახლობლები პირად საუბარში აცხადებენ, რომ ძმები კვრიკაშვილები ჯართს აგროვებდენენ და განყოფილებაში რამდენჯერმე სწორედ ამ საკითხზე დაიბარეს და სავარაუდოდ კონკრეტული პირების დასმენას სთხოვდნენ.

გარდაცვლილის ახლობლები იხსენებენ, რომ პოლიციიდან დაბრუნების შემდეგ ამირან კვირიკაშვილი ამბობდა რომ ან სამართალდამცავებს მოკლავდა ან თავს მოიკლავდა.

კვირიკაშვილების ოჯახი სოციალურად დაუცველია.

„პირადად მე მითხრა, ან თავი უნდა მოვიკლა ან ეგენი უნდა მოვკლაო. ისეთი იყო, რომ მათ ვერაფერს დაუშავებდა ისევ დაუშავა მის თავს. ერთადერთი ჩემი მოთხოვნაა რომ არ ვნახო ჩემს ჭიშკართან არანაირი პოლიცია და მეორე, ჩემს ძმას, რომელმაც წერა-კითხვა არ იცის აწერინებენ რაღაც საბუთზე ხელს უმშობლოდ, ამოიღონ ის საბუთი და მაჩვენონ რაზე მოაწერინეს ხელი. დამთავრდეს ჩემი ძმების შეწუხება, რომლებიც ჯართს აგროვებენ და ისე ჭამენ პურს,“-აცხადებს გარდაცვლილის და.

"ნიუპოსტი" შინაგან სამეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რაც შეეხება პოლიციელთა მხრიდან შესაძლო ზეწოლის ფაქტს, შს სამინისტრო ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42