რამდენიმე დღეც და თბილისში დავით ნარმანიას ეპოქა სამუდამოდ დასრულდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნარმანია, როგორც ექსმერი აღარავის გაახსენდება. პირიქით, მისი მმართველობის პერიოდს ხშირად თუნდაც იმიტომ გაიხსენებენ, რომ ზუსტად ნარმანიას ხეშლეწყობით შეიქმნა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურეი გეგმის პროექტი. ისე, ამ ე.წ. დოკუმენტს პროექტი პირობითად ჰქვია, თორემ სინმადვილეში, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ჩვეულებრივი ქაღალდების გროვაა და მეტი არაფერი.
„შეიძლება, ამაზე ლაპარაკი ახლა ნაადრევია, მაგრამ დამერწმუნეთ, ძალიან მალე მოვა დრო, როცა „სითი-ინსტიტუტ საქართველოს“ იმ მილიონებს, რომელიც თბილისის ე.წ. გენგემის პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან გადაუხადეს, ცხვირში ძმრად ამოადენენ,“ - ამბობს კარგად ინფორმირებული წყარო, რომელიც გენგემის პროექტის რამდენიმე დეტალზე ამახვილებს ყურადღებას.
ზოგადად, „სითი-ინსტიტუტ საქართველომ“ ერთგვარად დავით ნარმანიას წინასაარჩევნო დაპირებების რეალიზება გადაწყვიტა, ანუ მოგეხსენებათ, 2014 წელს, როცა მერობის კანდიდატად დაასახელეს, ნარმანიამ პირობა დადო, რომ იმ შემთხვევაში, თუ დედაქლაქის თავკაცი გახდებოდა, თბილისში მილიონ ხეს დარგავდა.
ახლა, როცა უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, ნარმანია აღიარებს, რომ დაპირება ბოლომდე ვერ შეასრულა და მხოლოდ 700 ათასი ხის დარგვა მოახერხა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ნარმანიას დაპირების მსგავსად, კრახისთვის არის განწირული „სითი-ინსტიტუტ საქართველოს“ ე.წ. გენგეგმის პროექტის „მწვანე აქცენტებიც“, ანუ აღნიშნული „კანტორის“ წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ მათი პროექტით თბილისი მწვანედ ახასხასდება. ღმერთმა ქნას, ასე იყოს, მაგრამ სპეციალისტები ყველაფერ ამას „ურბანულ თაღლითობას“ უწოდებენ და ამბობენ, რომ „სითი ინსტიტუტი“, რომელმაც გენგემის კონკურსში არამცთუ მონაწილეობა, არამედ, გამარჯვებაც კანონდარღვევით მოიპოვა, უბრალოდ, ცრუობს.
„სხვისი არ ვიცი, პრიდად მე კი, ძალიან მაინტერესებს, როცა გამწვანებაზე აკეთებს აქცენტს, „სითი ინსტიტუტი“ რას გულისხმობ? ისე, არ დაგავიწყდეთ, რომ დოლარიც მწვანე ფერისაა და ხალხი ამერიკულ ვალუტას „მწვანეს“ ეძახის“, - აცხადებს ინფორმატორი, რომელსაც, რასაკვირველია, ჩავეკითხეთ, თუ რატომ გაახსენდა ქალაქის გამწვანებზე დოლარი, თუმცა ინფრომატორმა ამ თემის განვრცობისგან ამჯერად თავი შეიკავა და ორაზროვნად ჩაილაპარაკა, - „ნათქვამია, ფული ჯოჯოხეთსაც ანათებსო. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ „სითი ისნტიტუტის“, ასე ვთქვათ, კარიერასაც ლაიტმოტივად „მწვანეები“ გასდევდეს?!“
„მწვანეები“ იქით იყოს და, დავუშვათ, „სითი ინსტიტუტი“ თბილისის გამწვანებას მართლა აპირებს, მაგრამ თუ ასეა, მაშინ საინტერესოა, იგივე გენგემის პროექტში სარწყავ სისტემაზე მინიშნებით მაინც რატომ არაფერია ნათქვამი?
ახლა, „სითი ინსტიტუტმა“ შესაძლოა, „დაგვაბოლოს“, რომ საქართველოს დედაქალაქს ხელოვნური ნარგავებით უპირებს გამწვანებას. კარგი, ბატონო, ღმერთმა მშვოდობაში მოგახმაროთ ეს ხელოვნური ნარგავები, მაგრამ თქვე მამაცხონებულებო, ხალხის ჯიბიდან, ანუ ქალაქის ბიუჯეტიდან სამი მილიონი იმისთვის „შეიტყაპუნეთ“, რომ თბილისი ხელოვნური ნარგავებით გაგემწვანებინათ?
თუ არა ხელოვნური ნარგავები, მაშინ იქნებ, ნება იბოძოთ და აგვიხსნათ, დედაქალაქის გამწვანებას როგორ აპირებთ სარწყავი სისტემის გარეშე? თუ აქეთ შემოგვედავებით, სარწყავი სისტემა ქალაქში აუცილებლად იქნებაო, მაშინ თავს კიდევ უფრო დიდ შარში ჩაიგდებთ, რადგან სარწყავ სისტემაზე გენგემის პროექტში გადაკვვირითაც არაფერია ნათქვამი, ანუ რა გამოდის - სარწყავ სისტემას „ლევად“ აკეთებთ? კეთილი, გააკეთეთ „ლევად“, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მსგავსი მაქინაციები სერიოზული კანონდარღვევაა. კანონის დარღვევა კი ჩვენს ქვეყანაში დასჯადია. ასე რომ, ფრთხილად, ბატონებო, თავი ყულფში არ გაჰყოთ!
ზემოხსენებულის გარდა, პროფესიონალები როცა „სითი ინსტიტუტის“ მიერ შედგენილი გენგემის პროექტს განიხილავენ, ყურადღებას კიდევ ერთ სერიოზულ ლაფსუსზე ამახვილებენ და ამბობენ, რომ თბილისელების, სამართლიანობის ეგიდით, ერთ უსიამოვნო სიურპრიზსს უმზადებენ.
„ახლა, ჩემგან პირველად არ გაიგებთ, რომ მინიმუმ, სამი ათეული წელია, თბილისელებს ყველა ხელისუფლება, რომელიც ამ წლების განმავლობაში გვყოლია, არ ინდობს და მათზე გარკვეულ ექსპერიმენტებს ატარებს. ამჯერად მხედველობაში მაქვს ე.წ. ჯენტრიფიკაცია. ზოგადად, ჯენტრიფიკაცია ურბანული ფენომენია, რომელიც იაფი, ფიზიკურად დეგრადირებული უბნების ფიზიკურ განახლებასა და უძრავი ქონების ფასების ზრდას ითვალისწინებს, ანუ ჯენტრიფიკაცია დეგრადირებულ უბნებში შეძლებული მოქალაქეების გადასვლას და იქიდან ძირძველი ხელმოკლე ოჯახების გასახლებას იწვევს. „სითი ინსტიტუტი“ ასეთ უბნებში მცხოვრებ მოსახლეობას „აბოლებს“, რომ ჯენტრიფიკაციის შედეგად, ფიზიკურად მოძველებულ უბნებში ინვესტიციები ჩაიდება და ხალხის ქონება გაძვირდება, მაგრამ სინამდვილეში, ესეც ჩვეულებრივი ურბანული აფიორაა, რომლის გამართლებასაც ე.წ. სამართლიანი ფასით ცდილობენ, მაგრამ ეს მაქინაციები ადრე თუ გვიან გამოაშკარავდება, ანუ ხალხი ყველაფერს მიხვდება და „სითი ინსტიუტს“ იმ ქაღალდების გროვისთვის, რომელსაც რატომღაც თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტს ეძახის და რომლის, ასე ვთქვათ, შედგენაშიც 3 მილიონი აიღო, მინიმუმ, ბოდიშის მოხდა მოუწევს“, - ამბობს კარგად ინფორმირებული წყარო, რომელიც აქვე დასძენს, რომ „სითი ინსტიტუტის“ და მისი მფარველების გამოშკარავება უწინარესად თბილისის ახალი მერის, კახა კალაძის ინტერესებში უნდა შედიოდეს, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ახალი მოწვევის საკრებულომ ეს პროექტი დაამტკიცა, კალაძეს პასუხისმგებლობა ნარმანიას, ესე იგი, „სითი ინსტიტუტის“ ურბანულ ცოდვებზე მოუწევს, რის გამოც თავის პოლიტიკურ კარიერას სერიოზულ შავ ლაქებს დაასვამს.
ნინო მაისურაძე
მასალის გამოყენების პირობები






