ევროპის საბჭო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებულია
პოლიტიკა - 10:09, 09 Nov, 2017     1309
ევროპის საბჭოში სუამი-ს წევრი ქვეყნების დელეგაციები განცხადებით გამოეხმაურნენ გენერალური მდივნის მე-16 კონსოლიდირებულ ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში“.

განცხადებაში სუამის წევრი ქვეყნების დელეგაციები მიესალმებიან გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშს და ხაზს უსვამენ ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში აღნიშნული საკითხის შენარჩუნების მნიშვნელობას. ისინი გმობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და ადამიანის უფლებათა სისტემატიური დარღვევის ფაქტებს.

„საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილი ვითარება კვლავ საგანგაშოა. ჩვენი შეშფოთების ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს ე.წ. „ბორდერიზაცია“ და ე.წ გადასასვლელი პუნქტების დახურვის ფაქტები, რაც იწვევს ადამიანის უფლებათა დარღვევას, მათ შორის ირღვევა საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი - მცხოვრები მოსახელობის თავისუფალი გადაადგილების უფლება, საკუთრების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება. სუამის წევრი ქვეყნების დელეგაციები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში” - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 8 ნოემბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1299-ე სხდომაზე განხილულ იქნა გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-16 კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“, რომელიც მოიცავს პერიოდს 2017 წლის აპრილიდან 2017 წლის სექტემბრის ჩათვლით. მე-16 კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვისას საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა როგორც ევროკავშირისა და სუამის სახელით, ისე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების მხრიდან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42