მჯერა, რომ მოსახლეობის მხარდაჭერით, ოზურგეთში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს- კახა კალაძე
პოლიტიკა - 19:34, 08 Nov, 2017     1290
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები ოზურგეთის მერობის კანდიდატის ბეგლარ სიორიძის მხარდასაჭერად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ ამომრჩეველთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრა ძიმითის კულტურის სახლში გაიმართა, რომელსაც პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და გურიის რეგიონის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე ესწრებოდნენ.

როგორც კალაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, 12 ნოემბერს ოზურგეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება, რაც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ნაწილია.

„მჯერა, რომ თქვენი თანადგომითა და მხარდაჭერით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი კანდიდატი გაიმარჯვებს. ვიცით, რომ ქვეყანაში პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს, რომელთაც დღეს არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ხელისუფლებაში მყოფი გუნდი მოაგვარებს“, - მიმართა კალაძემ ადგილობრივ მოსახლეობას.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ბეგლარ სიორიძეს წარმატება უსურვა და ადგილობრივ ამომრჩეველს მმართველი გუნდის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ვინც არ უნდა იყოს და რა სიცრუეზეც არ უნდა ააგოს საკუთარი საარჩევნო კამპანია, არავის არაფერი გამოუვა. დღეს ქვეყანაში არ ბნელა და ყველა ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს. მჯერა, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ, რომელიც მმართველი გუნდისა და ბეგლარ სიორიძის სასარგებლო იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ძიმითის კულტურის სახლში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით თავად მერობის კანდიდატმაც მიმართა და მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

„გპირდებით, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში, თქვენთან ერთად, ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს განვახორცილებთ. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, თანაგუნდელებთან ერთად, მუხლჩაუხრელად ვიშრომებ იმისთვის, რომ ყველა ის პრობლემა მოვაგაროთ, რომელიც მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს. მჯერა, რომ ერთად ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ“, - აღნიშნა ბეგლარ სიორიძემ, მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42