გიორგი მარგველაშვილის პატივსაცემად პოლონეთის პრეზიდენტის სახელით ოფიციალური ლანჩი გაიმართა
პოლიტიკა - 18:31, 08 Nov, 2017     843
საქართველო - პოლონეთის პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის მეგობრობისა და პარტნიორობის გაძლიერების სადღეგრძელო შესვეს.

"მინდა მადლობა ვუთხრა ქალბატონ აგატას და თქვენ გუშინ მშვენიერი არაოფიციალური დახვედრისთვის.

ბატონო პრეზიდენტო მე დღეს ვთქვი, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა ჩვენს პოლონელ პარტნიორებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ პოლონეთში ჩვენ ვისმენთ გეგმებს და ხედვებს და არ ვისმენთ მიზეზებს, თუ რატომ არ გაკეთდა რაღაც.

ჩვენ ვხედავთ ერს და მის ლიდერს, რომელიც იყურება მომავალში.

ჩვენ ვხედავთ ერს და ლიდერს, რომელიც ხედავს არა მარტო თავისი ქვეყნის არამედ რეგიონის მომავალს. ეს თანამედროვე რეალობაში ერთადერთი ადეკვატური ხედვაა, იმიტომ რომ გლობალურ სამყაროში ერთი ერის განვითარება წარმოუდგენელია თუ მეორეც არ განვითარდა. მე მინდა გითხრათ, რომ ის თუ რანაირად ხედავთ თქვენ ევროპის მომავალს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ქართველებისთვის. ის სრულიად პასუხობს ჩემი ერის იმ ისტორიულ მისწრაფებას იყოს ევროპული ოჯახის წევრი და სრულიად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს ევროპის წინაშე დგას.

ბატონო პრეზიდენტო თქვენ საუბრობდით ქართველების და პოლონელების მსგავსების შესახებ და თქვენ გაიხსენეთ ლეხ კაჩინსკი. ალბათ ყველაზე დიდი შეჯამება სწორედ იმ ტრაგიკულ დღეებში იყო, როდესაც საქართველოს თავს დაესხა მეზობელი ბირთვული სახელმწიფო, და საქართველოს გვერდით დადგნენ ჩვენი ქვეყნის მეგობრები, ჩვენ არასდროს არ დავივიწყებთ იმ მომენტებს, როდესაც ყველაზე მეტად გვიჭირდა, ჩვენ არასდროს დავივიწყებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ის დღეები შეეძლოთ გაეტარებინათ თავიანთ სამშობლოში და არა დაბომბილ თბილისში, რომელთაც ადამიანური ვალდებულების გარდა არანაირი სხვა ვალდებულება არ უბიძგებდათ აი ამ თამამი ნაბიჯებისკენ. ასე რომ ჩვენ დაგვაკავშირა არა მხოლოდ ჩვენმა სტრატეგიულმა მიზნებმა, არამედ იმ ტკივილმა, რომელიც ჩვენმა თაობამ განიცადა სულ რამდენიმე წლის წინაც, და იმ მეგობრობამ, რომელიც დავინახეთ.

ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ვგავართ ერთმანეთს, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლება. ჩვენ იმიტომაც ვგავართ ერთმანეთს, რომ ამ თავისუფლების დაცვისთვის რეალურად ვიცით, რომ არის სისხლი დასაღვრელი და ორივე ვღვრით ამ სისხლს და მე ბედნიერი ვარ, რომ მთელი ამ ემოციის ხორცშესხმა, პოლიტიკაში ქცევა, ამ ემოციის პოლიტიკაში გადათარგმნა ჩემი და თქვენი მეგობრობის ფონზე ხორციელდება.

მეგობრებო, ნება მომეცით შევსვა პოლონეთის პრეზიდენტისა და პოლონელი ხალხის კეთილდღეობისა და გამარჯვების სადღეგრძელო",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42