როგორც კახა კუკავამ "ნიუპოსტს" განუცხადა, ყოფილი პრემიერის სურვილის ოპოზიცია პოლიტიკური ველიდან გააქროს.
"ბიძინა ივანიშვილის ამოცანაა, ქვეყანაში არ დარჩეს არცერთი ოპოზიციური პარტია. დღეს თქვენ რომ გადახედოთ სახელმწიფო დაფინანსებებს და იგივე პარტიათა შემოწირულობებს 95%-ს იღებდა ქართული ოცნება, 3%-ს მისი სატელიტი პარტიები იღებდნენ, 2 %-ს კი მთელი ოპოზიციური სპექტრი იღებდა. ეს ორი პროცენტი უნდათ დაიყვანონ 0 %-მდე. ეს არის ბიძინა ივანიშვილის ამოცანა და ფიქრობს, რომ ამით ის თავის პოლიტიკურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამ ადამიანმა არ იცის, და შეიძლება არც მოეთხოვება, იცოდეს საქართველოს ისტორია, მაგრამ მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეუწყვიტოს დაფინანსება ოპოზიციას, ეს კიდევ უფრო დააჩქარებს იმ პროცესებს, რაც ისედაც არ ასცდება ბიძინა ივანიშვილს"- განაცხადა "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებით პარტიების დაფინანსების საკითხი რეფორმირებას საჭიროებს, ირაკლი კობახიძემ სამწუხარო მოვლენა უწოდა იმ ფაქტს რომ გადასახადების გადამხდელების ხარჯზე დაფინანსებას 20-მდე პარტია იღებს.
მასალის გამოყენების პირობები






