,,პარტიების დაფინანსების გადახედვა არ უნდა ითვალისწინებდეს ხელისუფლებასთან დაახლოებული პარტიების წახალისებას“ - ლევან თარხნიშვილი კობახიძის განცხადებაზე
პოლიტიკა - 17:10, 08 Nov, 2017     810

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებით პარტიების დაფინანსების საკითხი რეფორმირებას საჭიროებს, ირაკლი კობახიძემ სამწუხარო მოვლენა უწოდა იმ ფაქტს, რომ გადასახადების გადამხდელების ხარჯზე დაფინანსებას 20-მდე პარტია იღებს.

ფაქტს ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა უკვე მოჰყვა. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ლევან თარხნიშვილის განცხადებით, მათთვის გაუგებერია, როგორ უნდა შეიცვალოს კანონი უკვე დამდგარი შედეგის ფონზე. ამასთან თარხნიშვილისთვის მიუღებელია, რომ ახალი კანონით ოპოზიციის ინტერესები დაზიანდეს.

"რატომ დადგა და რატომ დააყენა პარტიების დაფინანსების საკითხი, ახლა ეს პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა ვკითხოთ. რაც შეეხება თვითონ მის გადახედვას, აქ გასათვალისწინებელია რამოდენიმე ფაქტი - პირველი: არ შეიძლება უკვე დამდგარი რეზულტატების პოსტფაქტუმ გადახედვა ანუ ის, რომ კანონს ჰქონდეს უკუგების ძალა, მით უმეტეს მაშინ, როცა ეს ვიღაცის მდგომარეობას აუარესებს. მეორე ჩვენთვის მიუღებელი იქნება, დაფინანსების გადახედვის შედეგად რომელიმე პარტიის დაფინანსების გაუარესება და მესამე, ეს გადახედვა არ უნდა ითვალისწინებდეს ხელისუფლებასთან დაახლოებული პარტიების წახალისებას, რასაც აპირებენ "მრეწველების" შემთხვევაში"- განაცხადა "ნიუპოსტთან" ლევან თარხნიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42