დღეს ირაკლი კობახიძემ სამწუხარო მოვლენა უწოდა იმ ფაქტს, რომ გადასახადების გადამხდელების ხარჯზე დაფინანსებას 20-მდე პარტია იღებს.
რომან გოცირიძე მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერთა გააქტიურებას პარლამენტში ინიცირებულ საკითხს უკავშირებს, რომლის მიხედვითაც პარტია, რომელიც არჩევნებში 3%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, შესაძლოა კვალიფიციური სუბიექტი გახდეს და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება. ინიციატივის თანახმად, ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი პარტიის წარმომადგენელი მოხვდება პარლამენტში და ფრაქციის ფორმირებას შეძლებს.
"ეს არის თავის მართლების ფორმა, ვინაიდან პარლამენტში შემოვიდა ძალიან სასაცილო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია არჩევნებზე პროპორციულში ნოლს მიიღებს, მაგრამ თუნდაც ერთ მაჟორიტარს გაიყვანს, ბევრი დეპუტატის მქონე პარტია მას ასესხებს საჭირო რაოდენობას და შეუქმნის ფრაქციას, ის საბიუჯეტო დაფინანსებას ღებულობს. ამ კანონს პარტიების მოსყიდვის კანონი შეიძლება ვუწოდოთ, ხდება პარტიების პრივატიზება ფულის შოვნის სტიმულით. უფრო მეტიც, უმრავლესობამ, მათ ჰყავთ ამისთვის საჭირო დეპუტატების რაოდენობა, რომ პარლამენტში არშესული პარტიიდან ფრაქცია შექმნას. იმის გამო, რომ ეს პარტია მიიღებს დაფინანსებას მიეყიდოს უმრავლესობას. ეს შეიძლება იყოს არამდგრადი ოპოზიციის მოსყიდვის ერთ-ერთი ფორმა. სწორედ ამის გამო როგორც ჩანს სხვის ბოსტანში დაიწყეს კენჭების ჩაყრა.
მეორე და ძალიან სერიოზული თემა - ის, რაც ოფიციალურად უჩვენა ქართულმა ოცნებამ დაფინანსებისას, ეს ერთ პატარა რაიონს არ ეყოფოდა. მმართველმა პარტიამ რეალურად 150-200 000 მილიონი ლარი დახარჯა და ბუნებრივია, რომ ამ შავი ფულის, არალეგალური ფულის ხარჯვა საარჩევნო პროცესში, ეს არის უსამართლო არჩევნების ერთ-ერთი ფორმა. ცოტა სასაცილოა, როცა ოპოზიციის მისამართით იშვერენ ხელს, რადგან ყველა ოპოზიციურეი პარტიის ერთად აღებული თანხები იმის 5%-იც არ არის, რაც უმრავლესობამ ოფიციალური თუ არაოფიციალური გზით დახარჯა.
საქართველოს არჩევნების ისტორიაში, პირველად მოხდა ფაქტი, როდესაც არცერთმა იურიდიულმა პირმა არ გადაურიცხა ოპოზიციას ფული, თუ არ ჩავთვლით ერთადერთ შემთხვევას, როცა თუ სწორად მახსოვს "პატრიოტთა ალიანსმა" მიიღო 80 ლარი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბიზნესი იმდენად არის დატერორებული, რომ კანონით მინიჭებულ უფლებას ვერ იყენებენ და ვერ ურიცხავენ თანხას ოპოზიციას. მათ ურჩევნიათ, საკუთარი ჯიბიდან ლეგალურად მისცენ ფული ვიდრე საკუთარი ბიზნესი დააყენონ დარტყმის ქვეშ. აქ არასამართლიანი არჩევნების მრავალი ნიუანსი იკვეთება და ერთ-ერთი მთავარი სწორედ დაფინანსებაა. როგორც ჩანს ეს გაღმაშედავების ფორმაა"- ღანიშნა რომან გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






