დედაქალაქის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა - სუსი საკრებულოს 3 მაჟორიტარის ბიუროს საქმიანობით დაინტერესდა
პოლიტიკა - 16:04, 08 Nov, 2017     1965
დარღვევები თბილისის მაჟორიტარების ბიუროებში - ანტიკორუფციული სამსახური, საკრებულოს 3 მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროების საქმიანობით დაინტერესდა. "ქართული ოცნების" ყველაზე აქტიური სახე, ია მაკასარაშვილი “ნიუპოსტის“ ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს ხოლო გიორგი მუსხელიშვილი და ლევან დარახველიძე, რომლებიც საკრებულოს მოქმედი წევრები არიან კომენტარისგან თავს იკავებენ.

ცნობისთვის, სამივე მათგანს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი კორუფციაში ამხელს. მთავარი ოპოზიციური ძალის წევრი სწორედ ამ საქმის ირგვლივ ე.წ მოდულის შენობაში სამი საათის გაბმავლობაში იკითხებოდა.

როგორც „ნიუპოსტს“ გამოკითხვიდან გამოსულმა ხაბეიშვილნმა უთხრა, გამომძიებლებთან კონკრეტული კანონდარღვევების შესახებ ისაუბრა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატების მიერ საკუთარი ოჯახის წევრებისა და ნათესავების დასაქმების შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებში არსებული კორუფციის შესახებ ფაქტები იმდენად მყარია, რომ შეუძლებელი იყო გამოძიება არ დაწყებულიყო. ენმ-ს წევრი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოხს.

„მაჟორიტარულ ბიუროში არსებულ შსაძლო კორუფციაზე ჩვენ ჯერ კიდევ აგვისტოში ვსაუბრობდით. შესაბამისად ჩვენს ხელთ აესებული დოკუმენტაცია იმდენად მყარი იყო, რომ საქმის აღძვრა მოუწიათ. დღეს გამოძიებას კონკრეტული კითხვები ჰქონდა. მათ მე ამ ფაქტებთან დაკავშირებით მივაწოდე ინფორმაცია და სამი საათის განმავლობაში სწორედ კონკრეტული ფაქტების ირგვლივ გამომძიებელთა კითხვებს ვპასუხობდი. პირდაპირ რომ გითხრათ, ქართული ოცნების პირობებში ამ საქმის ობიექტური გამოძიების იმედი არ მაქვს, რადგან ძალოვანი ინსტიტუტები დღეს პოლიტიკური ინსტრუმენტები გახდნენ. ამის მიუხედავად მე კონკრეტული ინფორმაციები მივაწოდე და დღეს იქნება თუ ხვალ, ეს ხელისუფლება იქნება თუ სხვა - ბიუჯეტის წურბელებს კანონის წინაშე აიცილებლად მოუწევთ პასუხის გაცემა“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

„ნიუპოსტთან“ საუბრისას ოპოზიციის წარმომადგენელმა თქვა, რომ ია მაკასარაშვილის შემთხვევაში დგინდება, რომ მას დეპუტატობის პირობებში გაფორმებული ჰყავდა მისი მეუღლე და შვილი საკრებულოში.

„ასევე ირკვევა, რომ მის ბიუროში მუშაობდა ცოლ-ქმარი, რომლის ცოლსაც მერე მოუწია ქმრის უარყოფა... ლევან დარახველიძის ბიუროს რაც შეეხება ოთხი თანამშრომლიდან ორი ერთმანეთს არ იცნობს ანუ არ დადიან ისინი სამსახურში, ასევე გამოირკვა, რომ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი მუსხელიშვილის ბიურო ხშირად დახურულია. ეს კონკრეტული ფაქტები იძლევა იმის საფუძველს, რომ ამ კონკრეტული ადამიანების მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილი განმარტავს, რომ დედაქალაქის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა ხდება. თბილისში სულ 25 ბიურო არსებობს და თითოეული მათგანზე ყოველთვიურად 5 ათასი ლარი გამოიყოფა.

„ყველამ კარგად იცის, რომ ამ ყველაფერს დეპუტატები იყენებდნენ ოჯახის წევრების დასაქმებისთვის და საკუთარი ფუფუნებისთვის. ეს ყველაფერი აბსოლუტურად ზედაპირზე დევს. დოკუმენტაციით დასტურდება, რომ მეუღლე, შვილი და სხვა ნათესავები ჰყავდათ დასაქმებული ნაცვლად იმისა, რომ რეალური ადამიანები მუშაობდნენ იქ,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ ბრალდების ადრესატები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42