„ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში“ - სასტუმრო „ბილთმორში“ კონფერენცია გაიმართა
პოლიტიკა - 13:53, 08 Nov, 2017     1524
„ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა“ და საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, სასტუმრო „ბილთმორში“ კონფერენცია სახელწოდებით „ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში“ გაიმართა. კონფერენციაზე რომელსაც სპეციალისტები, ძალოვანი უწყებების წარმომადგენელები, პოლიტიკოსები და უცხოელი ექსპერტები ესწრებოდნენ ნარკოპოლიტიკის შესახებ პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტზე იმსჯელეს.

პაკეტის ინიციატორი არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, სიახლე მიზნად ისახავს ახალი ნარკოპოლიტიკის შემოღებას, რომლის მიხედვით, რეპრესიული სისხლის სამართლებრივი მექანიზმები მკურნალობით, რეაბილიტაციით და პრევენციის მექანიზმების გაძლიერებით შეიცვლება.

კანონპროექტის ავტორების თქმით, იმ შემთხვევაში თუ ადამიანს საკუთარი მოხმარებისთვის მხოლოდ ერთი დღისთვის სამყოფი დოზა ექნება, მას პატიმრობა აღარ უნდა დაემუქროს. საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენელის დავით სუბელიანის თქმით, მკაცრი ნარკოპოლიტიკის გამო, უამრავი ადამიანი ზის ციხეში და სერვისების არარსებობისა და არსებული ნარკოპოლიტიკის გამო, ეს ადამიანები, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, კვლავ ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები ხდებიან:

„ჩვენს რეფორმაში განსაზღვრულია რეგულარული მომხმარებლისთვის განსაზღვრული ერთი დღის საშუალო დოზა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალებისთვის, რაც არის ექსპერტების მიერ შეფასებული. ეს მოდელი განხორციელდა პორტუგალიაში. განსხვავებით საქართველოსგან, პორტუგალიამ მიიღო 10 დღის საკმარისი ოდენობის დოზაზე დეკრიმინალიზაცია. ამ ოდენობებზე მსჯელობა დღემდე მიმდინარეობს. მეორე პრინციპული საკითხი არის ამ ოდენობებთან ბმაში მყოფი სანქციები. დღეს არსებული ძირითადად საპატიმრო სანქციები მეტწილად შევამცირეთ კანონპროექტით ან ზოგიერთ შემთხვევაში, სრულიად გავაუქმეთ“, – განაცხადა სუბელიანმა. მისივე თქმით, ქვეყნებში, სადაც დეკრიმინალიზაცია განხორციელდა, ნარკოტიკების მომხმარებლების რაოდენობა შემცირდა. როგორც მან აღნიშნა, სარეაბილიტაციო სერვისების განვითარება არ მოიცავს დიდ თანხებს და ერთ წელში მისი განხორციელება შესაძლებელია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რომლებიც კონფერენციას ესწრებიან, ამბობენ, რომ ნარკოპოლიტიკა არის შესაცვლელი, მაგრამ ეს სისტემურად უნდა იყოს განხილული. მათი შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია ფინანსები, რაც სპეციალური დაწესებულებების ასაშენებლად უნდა გამოიყენოს, სადაც ნარკოდამოკიდებულების ადმიანები მკურნალობას შეძლებენ.

„ეს არის საკითხი, რომელზეც საჭიროა ფართო მსჯელობა, რომელიც ახლა მიმდინარეობს და გულწრფელად მჯერა, რომ საბოლოოდ ჩვენ მივიღებთ ისეთ შედეგს, რომელიც იქნება დაბალანსებული და მიმართული ზიანის შემცირებისკენ. ჩვენი პოზიცია იგივეა, არ არის თვითმიზანი ვინმეს დასჯა, არამედ მიზანია ზიანის შემცირება.“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის თქმით ნარკოტიკის მოხმარება დასჯადი რჩება, უბრალოდ იცვლება დასჯის ფორმა:

„ხშირ შემთხვევაში ჩვენს კოლეგებს ეშლებათ ლეგალიზაცია დეკრიმინალიზაციაში, რადგან სპეციალისტები არ არიან. ნარკოტიკის მოხმარება რჩება დასჯადი, უბრალოდ დასჯის ფორმა იქნება ადმინისტრაციული დადგენილი ოდენობის ფარგლებში და არა საპატიმრო. კანონპროექტი არ გულისმხობს, რომ ამით ხდება მოხმარების წახალისება ან გასაღებაზე ზომების შემცირება. გარკვეული მიმართულებებით ეს საკანონმდებლო პაკეტი გულისხმობს გამკაცრებასაც. მაგალითად, სააფთიაქო ნარკომანია გაუტოლდება ნარკოტიკულ დანაშაულს, რაც ჩემი აზრით, გამოიწვევს მნიშვნელოვან პრევენციულ ეფექტს“- გაანცხადა ზოიძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, რიგ უწყებებს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვს:

„რეპრესიულ პოლიტიკაზე უარი ჩვენ 2013 წელს ვთქვით. ჩვენ საკანონმდებლო განხილვებს ვამზადებთ, სამუშაო პროცესი დაწყებულია, მაგრამ საჭიროა ყველა უწყების კომპლექსური ჩართვა. არის რამდენიმე საკითხი, რომლებზეც უწყებებს აქვთ საწინააღმდეგო პოზიცია. ეს ეხება ოდენობებს, ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის საკითხს, რეალიზაციასთან დაკავშირებული დეფინიციის ცვლილებას და საზღვარზე შემოტანის საკითხების სამართლებრივ რეგულირებას. აქ იქნება საჭირო გარკვეული კომპრომისების ძიება, რათა პოზიციები დაახლოვდეს.“ – განაცხადა ბესელიამ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42