ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წელი შესრულდა - პრეზიდენტის განცხადება
პოლიტიკა - 09:30, 08 Nov, 2017     1145

ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წელი შესრულდა, აღნიშნულს განცხადებით ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი:

„დღეს უდიდესი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედის, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წელი შესრულდა.

კაცობრიობის განვითარების ხანგრძლივ პროცესში, მუდმივად ცვალებად მსოფლიოში, ნებმისმიერი ერის ცხოვრებაში დგება გარდამტეხი მომენტი, როდესაც მისი წინსვლა თუ გაქრობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად აუწყობს ფეხს ახალ გამოწვევებს, რამდენად შეძლებს შეინარჩუნოს საუკეთესო, რისთვისაც საკუთარი ისტორიის განმავლობაში მიუღწევია, და ამავდროულად, წარუვალ ტრადიციათა და კულტურულ მონაპოვართა სიმაღლიდან განჭვრიტოს მომავლის კონტურები, შეიძინოს ხვალინდელი დღის ახალი, მკაფიო ხედვა, რომელიც შინაგანი განახლებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ტრანსფორმაციის ახალ ენერგიასა და ენთუზიამს მისცემს ადამიანებს.

ისტორიაში იშვიათად თუ მოიძებნება შემთხვევა, როდესაც ეს მისია დიდწილად ერთმა ადამიანმა იტვირთა და წარმოუდგენელი მასშტაბების პირადი ძალისხმევა მოახმარა ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის საფუძველის ჩაყრას. ილიას მოღვაწეობამ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში - კულტურაში, განათლებასა და მეცნიერებაში, ეკონომიკაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში დასახა გზა საქართველოს განვითარებისა, რომელსაც დღესაც მივყვებით, ჩაუქრობელი იმპულსი მისცა ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებას, გზა გაუკვალა მომავალ თაობებს, დაგვისახა მოქალაქეობისა და ზნეობის ურყევი ორიენტირები.

გულითადად გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს და წმინდა ილია მართლის გზით - ქვეყნის მსახურებისა და სიმართლის გზით სიარულს გისურვებთ ყველას”, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42