საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დღეს ქვეყნის ბიუჯეტის ცხრა თვის შესრულების ანგარიშის განხილვა დაიწყება. დოკუმენტზე პარლამენტში კომიტეტები იმსჯელებენ.
საკითხზე კომენტარები კეთდება ოპოზიციის რიგებში, სადაც თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ:
„ეს არის „ქართული ოცნების“ ბიუჯეტი, რომლის პირობებშიც ვერ გაიზარდა პენსია და მაინც ნახულობს ხელისუფლება ათი ათასობით ლარს იმისთვის, რომ ჯილდო, დანამატი და ათასი სხვა სახელი მოუძებნოს საკუთარი ფუფუნებისთვის გამოყოფილი სახსრების გაზრდას, მაგრამ სოციალური დაპირებები რა თქმა უნდა ვერ განხორციელდა,“-განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
საუბარია მათ შორის პრემია დანამატებსა და საგარეო ვალის ზრდაზე.
„ხდება მილიონობით ლარის დახარჯვა პრემია დანამატებში, ხოლო ქვეყნისთვის სასიკეთო პროექტების განხორციელებაში არის მნიშვნელოვანი შეფერხებები და ჩვენ ყველანი კარგად ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა არ აისახება,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე.
მასალის გამოყენების პირობები






