სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ექსტენციის სტრატეგიის პროექტის პრეზენტაცია გამართა
პოლიტიკა - 17:03, 07 Nov, 2017     1064

სასტუმროში „Holiday Inn“ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ რევაზ ასათიანმა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დაინტერესებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ეროვნული სტრატეგიის პროექტი წარუდგინა.

სტრატეგიის პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ფერმერთათვის ახალი ტექნოლოგიების გაცნობის და ცოდნის გადაცემის გზით.

სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ეროვნული სტრატეგიის პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ევროკავშირის (EU), გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავა.

როგორც რევაზ ასათიანმა აღნიშნა, ექსტენციის სტრატეგია 2018-2019 წლებში 2 ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე (2018 წელი) სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მექანიზმები პილოტ რეგიონებში დაინერგება, ხოლო მეორე ეტაპზე (2019 წელი) შემუშავებული და აპრობირებული მექანიზმების რეპლიკაცია სხვა რეგიონებშიც მოხდება.

„ექსტენციის სტრატეგიის განხორციელების ფარგლებში, არსებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სისტემა ფერმერთა საჭიროებებზე ორიენტირებულ ექსტენციის სამსახურად გარდაიქმნება. პროცესი განხორციელდება თანმიმდევრულად“ ,- განაცხადა რევაზ ასათიანმა.

სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიის განხორციელების პილოტ რეგიონებად შერჩეულია რაჭა-ლეჩხუმი და გურია.

სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესში სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიურ მხარდაჭერას უწევდნენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები (ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო - USAID, გაეროს განვითარების პროგრამა - UNDP, ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში - ENPARD Georgia).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42