სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი NASA-სთან ერთობლივი პროექტის განხორციელებას იწყებს
პოლიტიკა - 16:49, 07 Nov, 2017     910
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა NASA-ს (აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო, აშშ) მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.

სამეცნიერო ცენტრი NASA-სთან ერთობლივ პროექტს განახორციელებს, რომლის მიზანსაც კავკასიის რეგიონში მიწის დეგრადაციის შესწავლა წარმოადგენს, ძირითადად ხელოვნური თანამგზავრებიდან მიღებული გამოსახულებების ანალიზის საფუძველზე. გამოყენებული იქნება NASA-ს კუთვნილი თანამგზავრი Landsat და ESA-ს (ევროპის კოსმოსური სააგენტო) უახლესი თანამგზავრი Sentinel 2. კვლევის დროს, კავკასიის რეგიონისთვის პირველად იქნება გამოყენებული ისტორიული მონაცემები, რომელიც XX საუკუნის 60-70-წლებში ამერიკული თანამგზავრიდანაა გადაღებული. აღნიშნული შესაძლებლობას იძლევა მიწის დეგრადაცია და მიწათსარგებლობის ცვლილება დროის ხანგძლივ მონაკვეთში შეფასდეს.

პროექტის წამყვანი ორგანიზაცია ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტია (აშშ), ხოლო პარტნიორები, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად, კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი, აშშ), ჰუმბოლტის უნივერსიტეტი (ბერლინი, გერმანია), ტრანსილვანიის უნივერსიტეტი (ბრაშოვი, რუმინეთი), ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), ერევნის სახელმწიფო უნივერისტეტი (სომხეთი) და აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემია (აზერბაიჯანი) არიან.

სამწლიანი პროექტის შედეგები საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნდება, ხოლო საბოლოო პროდუქტი, რუკების სახით, ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის ვებპორტალის საშუალებით იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42