წამის მეასედში დანგრეული ცხოვრება....
-დედა,რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, მაგრამ ეხლა სიკვდილი, რომ ყველაზე დიდი შვებაა მისთვის...
-რამოდენიმე წუთით, ისევ ბედნიერი მამა, რომელმაც ჯერ არაფერი იცის მისი ოჯახის ტრაგედიის შესახებ...
-დევივით ძმა, მიწაზე გართხმული, აბღავლებული, სანუგეშო სიტყვას, რომ ვერავინ უბედავს...
-პატარა გოგონას უმანკო,უნაზესი,უსუსური, უფაქიზესი სხეული, ტროტუარზე, სისხლის გუბეში, ახდილი თავის ქალით...
-ჩვენ,სასოწარკვეთილი, ნირწამხდარი,ამ მომენტისთვის უძლური ექიმები, ამ წუთას ყველაფერს რომ ვნატრობთ ექიმად ყოფნის გარდა...
-ორი ულამაზესი ყმაწვილი, ცა რომ ჩამოექცათ თავზე,ცხოვრება რომ სატანჯველად იქციეს, დგანან გაოგნებულები, ფრთაჩამოყრილნი,ცოცხალ-მკვდარნი,უფერულები, ჯერაც რომ ვერ გარკვეულნან რა მოხდა...
- ცრემლი პატრულის თვალზე...
ყველა საცოდავია ირგვლივ, თითქოს დამნაშავე არავინაა,მაგრამ პატარა გოგონას მიმართ ყველა დამნაშავეა...
414 ბრიგადის კოშმარად ქცეული მორიგეობა, დიდხანს რომ გაგვყვება...
მასალის გამოყენების პირობები






