DEEP-ის წარმომადგენლებმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამუშაო შეხვედრა გამართეს
პოლიტიკა - 13:21, 07 Nov, 2017     524
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) წარმომადგენლები ეწვივნენ. ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში მოწვეულმა ექსპერტებმა გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრი მოინახულეს და საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარ სერჟანტს შეხვდნენ.

DEEP-ის სამუშაო ჯგუფის საქართველოში ვიზიტის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობისთვის რეკომენდაციების გაწევა. უცხოელი ექსპერტები სერჟანტთა მომზადების ცენტრს 2018 წლისთვის დაგეგმილ სერჟანტთა უმაღლესი საგანმანათლებლო კურსის სასწავლო პროგრამის ჩამოყალიბებასა და შემუშავების პროცესში დაეხმარებიან. შეხვედრებისას დეტალურად განიხილება სასწავლო მასალები, კურსის ხანგრძლივობა და სილაბუსი.

DEEP-ის სამუშაო ჯგუფის მიზანია სერჟანტთა მომზადების ცენტრის მიერ შემუშავებული ახალი კურსი მთლიანად შეესაბამებოდეს ნატოს სტანდარტებს. ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის სამუშაო ჯგუფი საქართველოში წვრთნებისა და სამხედრო განათლების, სერჟანტთა მომზადების ცენტრისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტის მოწვევით იმყოფება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42