კახა კალაძე გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელში - ,,შეუძლებელია, პირბადის გარეშე გაიარო“ (ფოტომასალა)
პოლიტიკა - 12:59, 07 Nov, 2017     13655
თბილისის ახლად არჩეული მერი დღეს გმირთა მოედანზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში იმყოფებოდა. კახა კალაძის თქმით მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებულილ მდგომარეობა ძალიან მძიმეა და კრიტიკას ვერ უძლებს:

“მიწისქვეშა გადასასვლელები დავათვალიერეთ და მართლაც კრიტიკას ვერ უძლებს, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. აქ არის რამდენიმე მიმართილება, პირველი რაც მინდა ვთხოვო “თბილსერვისის” ხელმღვანელს, დღესვე დაიწყოს სამუშაოების შესრულება, მორეცხვა, ელექტრო გაყვანილობა და განათება, აქ არაფერი არ არსებობს.სხვათაშორის იყო განათება, თუმცა მოგლეჯილი დაზიანებული და გაუბედურებულია. ყველაფერი, რაც შეიძლება მწყობრში უნდა მოვიყვანოთ და ადამიანებს უნდა ქონდეთ შესაძლებლობა, როდესაც ისარგებლებენ გადასასვლელით, ელემენტარული სისუფთავე იყოს და კომფორტულად შეეძლოთ გადაადგილება. ასევე მინდა, გთხოვოთ, მიწისქვეშა გადასასვლელები, რომელიც არის გასხვისებული და იჯარით გაცემული, ერთიანი სტანდარტი იქნეს შემუშავებული, სრული სურათი წარმოადგინოთ 10 დღის განმავლობაში. ყველა ადამიანმა, მესაკუთრემ კეთილი უნდა ინებოს და არსებული მდგომარეობა ერთიან სტანდარტში მოიყვანოს. ჩვენ შევიმუშავებთ საკრებულოსთან ერთად, რომ ელემენტარული მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა იყოს ადამიანისთვის კომფორტული და არ იყოს ის სიტუაცია, რაც დღეს ვნახეთ. შეუძლებელია, პირბადის გარეშე გაიარო გადასასვლელი. ასევე მინდა მივმართო ახალგაზრდებსაც, მინდა, გამოვიყენო მათი ნიჭი, შევიმუშავებთ კონკრეტულ გეგმას, რომელიც გვირაბების მოხატვას ეხება. ერთადერთი, რაც ალამაზებს აქ არსებულ მდგომარეობას, ეს არის ამ ახალგაზრდების მიერ მოხატული კედლები, შესაბამისად მომდევნო დღეების განმავლობაში, ახალგაზრდებს შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილებს, სადაც უნდა განხორციელდეს მოხატვითი სამუშაოები.” – განაცხადა კახა კალაძემ.

“თბილსერვისის” ხელმღვანელის განცხადებით მიწისქვეშა გადასასვლელების მორეცხვა დღეიდან დაიწყება, რამდენიმე დღეში კი ელექტრო-გაყვანილობის პრობლემაც მოგვარდება. ლევან ჯღარკავას თქმით საჭირო გახდება შსს-ს დახმარებაც, რომ ვანდალიზმის ფაქტები აღარ განმეორდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42