ამ თემაზე საკუთარ მოსაზრებას წარმოადგენენ და ნარკოპოლიტიკის რეფორმის გამოცდილებას გაუზიარებენ სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტები, ოენ კუგლი (EMCDDA, პოლიტიკის ანალიტიკოსი), რიკარდო ბაპტისტა ლეიტე (პორტუგალია, პარლამენტის წევრი) ფრანსუა გაგნონი (კანადა, კვებეკის მთავრობის მრჩეველი).
კანონპროექტი „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ მიერ მომზადდა. პაკეტის ინიციატორების თქმით, სიახლე მიზნად ისახავს ახალი ნარკოპოლიტიკის შემოღებას, რომლის ფარგლებშიც რეპრესიული სისხლის სამართლებრივი მექანიზმების ნაცვლად, აქცენტი მკურნალობაზე, რეაბილიტაციასა და პრევენციაზე კეთდება.
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის აუცილებლობაზე საუბრობს ოპოზიცია და მმართველ გუნდს ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებისკენ მოუწოდებს.
სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებისგან საკუთარი დანაპირების შესრულებას და ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მიღებას ითხოვს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ რეფორმის პროცესში საქართველოს საბოლოოდ არა დასჯაზე, არამედ მკურნალობაზე ორიენტირებული კანონპროექტი ექნება.
საკანონმდებლო ორგანოში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტის განიხლვა 20 ნოემბრიდან დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები






