,,უტიფრობააო, მეგის ქარდავას არ იცნობთო... გვეუბნება ბედუკაძით და რაფალიანცით ხელისუფლებაში მოსული მკვლელებისა და ცილისმწამებლების "ბუკეტი"
სოც.მედია - 23:30, 06 Nov, 2017     5809
ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზაზა ბიბილაშვილი ფეისბუქის გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

"შუაშისტი" ქოცები, ახალი თაობის წითელი ინტელიგენტები, ქოცხელისუფლების ახლობლები და ნათესავები, ისინი, ვინც სინამდვილეში ძალიან კარგად არიან ივანიშვილის ფეოდალური რეჟიმის პირობებში, სისხლს შარდავენ ბრალდებული მეგის ქარდავას თემაზე - აქაოდა, როგორ ამბობთ, რომ პარტიის წევრი არ ყოფილა და არ იცნობთო. უტიფრობააო.

უტიფრობააო! - გვეუბნება ბედუკაძით და რაფალიანცით ხელისუფლებაში მოსული მკვლელებისა და ცილისმწამებლების "ბუკეტი".

ძალა, რომლებმაც დადასტურებული(!) და არა ეჭვმიტანილი ჯაშუშები (შკრილნიკოვი და სხვები), რელიგიური ექსტრემისტები (რომელი ერთ გავიხსენოთ) , ფსბ-ს აგენტი სეპარატისტები (ჩახალიანი), საერთაშორისო ტერორისტები (ჩატაევი) და ჩვებულებრივი მკვლელები (დუდაევი) პოლიტპატიმრისა თუ უკანონოდ დევნილის სტატუსით გაათავისუფლა.

ძალა, რომელმაც აწამა და მოკლა შალვა თათუხაშვილი და სპეცოპერაცია "კოდორი 2007"-ის მონაწილე გმირ სპეცრაზმელთა დიდი ნაწილი.

ძალა, რომელმაც დააბრუნდა შეკვეთილი მკვლელობები (ეროსი კიწმარიშვილი, ხარძიანი და სხვები).

ძალა, რომელმაც დააბრუნა ადამიანების გატაცება და გაქრობა, ხელისუფლების უშუალო მონაწილეობით (აფგან მუხთარლი).

ძალა, რომელმაც გააუქმა მართლმსაჯულება (რუსთავი 2-ის საქმეზე ევროსასამარლოს გადაწყვეტილება სწორედ ამას ნიშნავს - პირველად ევროსასამართლოს 60-წლიან ისტორიაში, სასამართლომ შეაჩერა ქვეყნის უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ სამოქალაქო საქმეზე ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება).

ძალა, რომელმაც დააბრუნა ჩვეულებრივი კორუფცია, ყველა უწყებაში და ყველა დონეზე - სასამართლოში, საგადასახადოში, საბაჟოზე, ტენდერებში.

ძალა, რომელმაც მოღალატეობრივი ხელშეკრულება დადო გაზპრომთან და რომელის ხელისუფლებაც სავსეა რუსეთუმეებითა და საბჭოთა ნარჩენებით.

ძალა, რომელიც რომელიც პენსიას ერთი თეთრით არ ზრდის, მაგრამ ერთი წლის მანძილზე 41-ჯერ უწერს პრემია-დანამატს გამილიონერებულ კორუმპირებულ ჩინოვნიკს, რომელიც 2012 წელს სოციალურად დაუცველთა სიაში იყო.

ძალა, რომლის მავლებლური და ქსონოფობიური პოლიტიკის გამო, 9 წლის მანძილზე საშუალოდ 7%-ით მზარდი ეკონომიკა ლამის გაჩერდა, რომლის პირობებშიც რეკორდულად გაუფასურდა ლარი და გაღარიბდა ხალხი.

ძალა, რომელმაც პატივი მიაგო ყველას, ვინც ქართულ სახელმწიფოს ებრძოდა და დევნის ყველას, ვინც ქართულ სახელმწიფოს აშენებდა.

ძალა, რომელმაც სახელმწიფო ინსტიტუტები ერთი უბირი ოლიგარქის დუქნად, მისი მონებისა და მოჯამაგირეების სამართავ კორპორაციად აქცია.

ძალა, რომელიც მერიასა და საკრებულოში პოლიციის ძალით, უკანონოდ არ უშვებს დეპუტატებს, მაგრამ იქვე კორიდორს უკეთებს დადასტურებულ მოძალადეს, რომელმაც კამერების წინ ხელი აღამრთა პოლიციელებზე.

ძალა, რომელიც საკუთარი კეთილდღეობის შესანარჩუნებლად თბილისის ისტორიულ ცენტრს და სხვა ფასდაუდებელ ქონებას ოლიგარქის ოჯახს ჩუქნის.

ძალა, რომელიც რუსულ პროპაგანდისტულ ტყუილებზე - 26 ათას გაუპატიურებულ ჭაბუკზე, სანდრას მიერ გაყიდულ ორგანოებზე და 300 ათას პატიმარზე - დგას.

ძალა, რომლის სახე და ღირებულებები თითქმის სრულად ჩანს მეჭიაურ-ქუცნაშვილის გაბაასების მაგალითზე...

აი, ამ ძალის გულშემატკივრები გველაპარაკებიან ჩვენ უტიფრობაზე! ეს მართლა უტიფარი ქოცები, ესენი!!!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42