სუს-ის უფროსის მოადგილის წლიური ანაზღაურება პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ხელფასს აღემატება
პოლიტიკა - 21:27, 06 Nov, 2017     4766

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩინოვნიკები ძალოვან უწყებებში შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი და სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს. ირკვევა, რომ ერთ წელიწადში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა დანამატი 41-ჯერ მიიღო, რომელმაც ჯამში 145 291 შეადგინა.

„რუსთავი 2“-ის ცნობით, 36-ჯერ აიღო სახელმწიფო დანამატი სუს-ის უფროსის მოადგილემ იოსებ გოგაშვილმა. მის მიერ ჯამში აღებულმა თანხამ 142 609 ლარი შეადგინა. სუს-ის მაღალჩინოსანი არაერთი გახმაურებული და სკანდალური საქმის ფიგურანტია. მათშორის არის ე.წ. ციანიდის საქმეც.

პატიმრობაში მყოფმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, ციხიდან ინტერვიუს დროს „კურიერს“ უთხრა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მეუფე იაკობთან მთავარი მომლაპარაკებელი სწორედ სუს-ის უფროსის მოადგილე იყო.

იოსებ გოგაშვილი მიღებული შემოსავლით საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩინოვნიკია. მისი წლიური ანაზღაურება თითქმის 60 ათასი ლარით აღემატება მისი ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის ასევე, პრეზიდენტის და პრემიერის ხელფასს.

დანამატების გამოწერის და მაღალი ანაზღაურების მიმღებებს შორის არის კახეთის საოლქო პროკურორიც. ერთ წელიწადში ვაჟა ფანოზიშვილს დანამატი 23-ჯერ გამოუწერეს და ჯამში 101 240 ლარი აიღო, რაც, საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, ყველა მინისტრისა და პარლამენტის წევრების ანაზღაურებასაც აღემატება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42