აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით აღმოსავლეთ საქართველოში 21 ათასი მოსაზიდი ხაფანგი-ფერომონი განთავსდა
პოლიტიკა - 15:31, 06 Nov, 2017     1894

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს იმ სპეციალისტებს შეხვდა, რომლებიც ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში იყვნენ ჩართულნი. მინისტრმა გაწეული საქმიანობისთვის მათ მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით 2017 წელი იყო უმნიშვნელოვანესი, როგორც გატარებული ღონისძიებების, ასევე მიღებული გამოცდილების თვალსაზრისით.

„სწორედ 2017 წლის გამოცდილების გათვალისწინებით დაიგეგმა და განხორციელდება მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები. ჩვენ გვაქვს უკვე გამზადებული სტრატეგია მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში მავნებელთან ბრძოლის კუთხით, რომელიც ითვალისწინებს კომპლექსურ ღონისძიებებს. მნიშვნელოვანია ყველამ გაითავისოს საკუთარი როლი ამ ახალი გამოწვევის პირობებში. სოფლის მეურნეობის სამინისტრო გააგრძელებს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, აგრეთვე აქტიურად ვმუშაობთ ბიზნსესსექტორთან, სამეცნიერო წრეებთან, მსოფლიოს გამოცდილ სპეციალისტებთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, იმისათვის რომ მოხერხდეს მავნებლის პოპულაციის შემცირება და კონტროლი. კომპლექსური ღონისძიებებით კი ამ მავნებელს, ისევე როგორც სოფლის მეურნეობაში არსებულ სხვა მავნებლებს, ჩვენ ნამდვილად გავუმკლავდებით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მიმდინარე წელს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს 30 ერთეულზე მეტი ტექნიკა იყო მობილიზებული დასავლეთ საქართველოში-სამეგრელოს, გურიის და იმერეთის რეგიონებში. სამანქანე და სატრაქტორე აგრეგატებით, ზურგსაკიდი აპარატებით და ავიაციის მეშვეობით 110 ათასამდე ჰექტარი ფართობი- საკარმიდამო ნაკვეთები, თხილის ნარგავები, სიმინდის ნათესები და დიდი მასივები- დამუშავდა.

სამეგრელოს, გურიის, აჭარის, იმერეთის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელის ინტენსიური გავრცელება აღინიშნება, დაახლოებით 230 ათას ოჯახს დაურიგდა პრეპარატები, ფერომონები და საინფორმაციო მასალები.

მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მათ შორის აღმოსავლეთ საქართველოში, 351 სოფელში, 21 ათასი მოსაზიდი ხაფანგი-ფერომონი განთავსდა. მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, დაიბეჭდა და გავრცელდა 700 ათასზე მეტი საინფორმაციო ბროშურა.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები USAID/REAP მხარდაჭერით განხორციელდა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42