პოროშენკოს საიდუმლო შეთავაზება და მუქარა მიხეილ სააკაშვილზე
პოლიტიკა - 15:23, 06 Nov, 2017     6072

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს მხრიდან მუქარაზე საუბრობს. სააკაშვილი მხარდამჭერებს 7 ნოემბერს რადასთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს:

,,ორი დღის წინ მოვიდა ადამიანი ამ კაბინეტში და პრეზიდენტ პოროშენკოსგან გადმომცა: პრეზიდნეტი ჩემგან ითხოვს, რომ მე ვაკრიტიკო კონკრეტული პოლიტიკოსები, რომელზედაც ის მიმითითებს და მეორე, რომ მე საერთოდ აღარ ვაკრიტიკო კონკრეტულად თავდაცვის სფეროში არსებული კორუფცია, რადგან ეს პირადად მას ძალიან არ მოსწონს.

ამ მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ისინი მოახდენენ ჩემს დეპორტირებას საქართველოში, სადაც პუტინის ბრძანებით მელოდება ციხე, ასევე უშიშროების სამსახური გამოაგდებს მედიაში ვციტირებ: ,,კომპრომატს, რომელსაც მთელი ამ ხნის მანძილზე ჩემზე აგროვებდნენ“ მსურს საჯაროდ ვუპასუხო პოროშენკოს და გითხრათ თქვენ, რომ მე რა თქმა უნდა მრცხვენია,რომ უკრაინის პრეზიდნეტი დაკავებულია ყველაზე დაბალი მაფიოზური იაფფასიანი შანტაჟით. მე არ მეშინია არც თქვენი კომპრომატების არც თქვენი მუქარის და არც ციხით დამუქრების.

მაგრამ უფრო მრცხვენია,რომ პრეზიდენტმა თავდაცვის სფეროს მაყურებლად დააყენა გლატკოვსკი, კორუფციასთან ბრძოლის სააგენტომ რამდნიმე დღის წინ გამოაცხადა, რომ ქარხანა ჯავშანტექნიკას სამჯერ ძვირად ყიდიდა ,,ლენინის სამჭედლომ“ არმიას შეაჩეჩა უსარგებლო კატერები და ამასთანავე რამოდენიმე დღის წინ წამყვანმა გერმანულმა გაზეთმა ,,ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგმა“ გამოაქვეყნა გამანადგურებელი სტატია ,,კორუფცია კლავს უკრაინელ სამხედროებს“.

სულ ცოტა ხნის წინ რამდენიმე წამყვანმა ევროპელმა პოლიტიკოსმა მითხრა,რომ მათი ინფორმაციით და აზრით ეს ჯგუფი 30-50% ,,ატკატს“ ყველა სამხედრო შეკვეთიდან იღებს.

ეს ყველაფერი ფაქტებია,რომელიც ბევრისთვის არის ცნობილი-კორუფცია კლავს.-ამ შემთხვევაში ის კლავს უკრაინის დამცველებს და ასუსტებს უკრაინას ამასთან აძლიერებს უკრაინის მტერს პუტინის რუსეთს.

მე ადამიანი, რომელიც ვიბრძოდი და ვაგრძელებ ბრძოლას პუტინთან და მის სისტემასთან არ გავჩუმდები იმ საკითხებზე, რომელიც აძლიერებს და ახარებს პუტინს.

მინდა ყველას მოგიწოდოთ:

ამ კორუფციული სქემების საპასუხოდ (ჯავშანმანქანები ზურგჩანთები და სხვა საკითხები) მოხვიდეთ შვიდ ნოემბერს უმაღლეს რადას მოედანზე რომ შემდეგ არ შეგვრცხვეს რომ არ მოვედით და შემდეგ რომ არავის დავაბრალოთ,რომ რაღაც ისე არ წავიდა.

მე პირადად ვრისკავ საუთარი თავისუფლებითა და სიცოცხლით,რადგან ისინი მე მემუქრებიან გასახლებითა და ციხით. პირობებში რომელსაც პუტინი აკონტროლებს,მაგრამ მე ხელს არ ჩავიქნევ და პოროშენკოსა და პუტინის პირდაპირი მუქარის მიუხედავად ვივლი და ვიბრძოლებ ბოლომდე ყველა კანონიერი საშუალებით, მაგრამ მე მჭირდება თქვენი დახმარება, თქვენს გარეშე არაფერი გამოვა მათ ეშინიათ არა ჩემი მათ ეშინიათ მხოლოდ თქვენი.

მოდი ერთად დავდგეთ და ყველამ ვაჩვენოთ რომ ვარსებობთ. ბოლომდე შევცვალოთ თამაშის წესები და გადავარჩინოთ ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე.

დავიცვათ უკრაინის უსაფრთხოება მარტო ამისთვისაც ღირს რომ 7-ში ერთად დავდგეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია-დიდება უკრაინას!“- აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42