ზოიძის თქმით, საუბარია რეფორმაზე, რის შედეგადაც, კლინიკები კვალიფიციური მუშახელით დაკომპლექტდება, რაც პაციენტების რაოდენობის ზრდას გამოიწვევს.
“საუბარია იმაზე, რომ უბრალოდ ექიმებს არ უნდა ჰქონდეთ აუცილებლობა, რომ რამდენიმე ადგილას იმუშაონ მათი ჯანმრთელობის თუ პაციენტების ჯანმრთელობის საზიანოდ, ზენორმატიული პირობებში. ანუ როდესაც, მაგალითად, 48 საათის ნაცვლად კვირაში 100 საათი მუშაობენ. ერთი ქალაქის ბოლოდან მეორეში გადარბიან, რადგან ყველგან არიან გაფორმებული ძირითად ექიმებად. ნებისმიერ უცხოურ კლინიკაში არსებობენ მაღალკვალიფიციური ექიმები, რომლებიც 2-3 დაწესებულებაში არიან კონსულტანტები და რთული შემთხვევების გარჩევაში თუ მენეჯმენტში იღებენ მონაწილოეობას, მაგრამ ასეთი რამე, რომ ერთიდაიგივე ექიმი მუშაობდეს თბილისში და გორშიც და ავადმყოფი ელოდეს 10 საათი, სანამ თბილისიდან გორში ჩავა და მორჩება ოპერაციას თბილისში და ჩავა გორში, ასეთ პრაქტიკას ხელი არ უნდა შევუწყოთ. ამაზეა საუბარი. ამიტომ ის რეფორმები, რაც დაგეგმილია ჩვენ მიერ, მოახდენს იმას, რომ მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებულ კლინიკებს, ექნებათ მეტი მოცულობა პაციენტების, უფრო მეტი პაციენტი ეყოლებათ და ექიმებს მეტი ანაზღაურება ექნებათ. იქიდან გამომდინარე, რომ მათი ანაზღაურება პაციენტთა რაოდენობაზეა დამოკიდებული და აღარ ექნებათ აუცილებლობა, რადგან ტკბილი ცხოვრებისგან არავინ მუშაობს ზედმეტს,”-განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






