"უწყებათაშორისი კომისია არის ფარსი, უბრალოდ უნდა „გააპრავოს“ ყველა უკანონო მოქმედება"- ბოკუჩავა
პოლიტიკა - 14:52, 06 Nov, 2017     865
ერთიანი ნაციონალური წევრის თინა ბოკუჩავას თქით, უწყებათაშორისი კომისიის ხდომებზე დასწრებაში ენმ აზრს ვერ ხედავს. ბოკუჩავას შეფასებით კომისიის ფუნქციად ხელისუფლების უკანონო ქმედებების „გაპრავება“ იქცა. მისი თქმით თეა წულუკიანიც დარღვევებზე საუბრისას უბრალოდ რეპუტაციის შენარჩუნებას ცდილობს და არანაირი ბერკეტი მას არ გააჩნია, რომ არჩევნების პროცესზე იმოქმედოს:

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მოუწია უწყებათაშორისო კომისიის დატოვება არჩევნებამდეც, ეს არ იყო ერთადერთი სხდომა, რომელზეც ჩვენ არ ვიყავით. უკვე რამდენიმე სხდომაა მთავარი ოპოზიციური ძალის მონაწილეობის გარეშე. ეს ფორმატი დატოვეს სხვა ოპოზიციურმა ძალებმაც, იმიტომ რომ ეს არის სრული ფარსი, ისევე როგორც საორგანიზაციო კომისია, რომელმაც უნდა განსაზღვროს კონსტიტუციის ირგვლივ რაზე შედგება საჯარო განხილვები. ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ იმ ფორმატებს, რომელზეც რეალურად არაფერი არ ხდება და არის ფარსი, ფლანგავენ დროს და ერთმანეთს „აპრავებენ“. ისინი ცდილობენ ოპოზიციას დააკარგვინონ დრო და ურთიერთბრალდებების სპექტაკლში შეითრიონ. შესაბამისად ჩვენ არ ვაპირებთ ასეთ პროცესში მონაწილეობის მიღებას. უწყებათშორისი კომისიის არ სჯერა არც თავად წულუკიანს, იმიტომ რომ საარჩევნო პროცესში რაიმე შეცვლის ბერკეტი მას არ გააჩნია, მან უბრალოდ უნდა „გააპრავოს“ ყველა უკანონო მოქმედება. ხანდახან ის ცდილობს რომ „კარგი პოლიციელის“ როლი ითამაშოს და გააკეთოს ვითომ კორექტული განცხადება, იმისთვის რომ შეინარჩუნოს იმიჯი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ის ძალიან კარგად ხვდება, რომ ადრე თუ გვიან მას ბიძინა ივანიშვილი გაათავისუფლებს და მოუწევს დაბრუნება საერთაშორისო ორგანიზაციებში და ცდილობს რეპუტაცია შეინარჩუნოს. რეალურად ქმედითი არაფერი არ მოჰყოლია მის განცხადებებს.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავამ ენმ-ს მომავალ გეგემბზეც ისაუბრა, მისი განცხადებიტ არჩევნებზე არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით საჩივარი ყველა ინსტანციაც მოივლის საქართველოში. ენმ განიხილავს იმასაც, რომ შემდგომში საჩივრით ევროპულ სასამართლოს მიმართონ:

„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სხვა ლეგიტიმურ ბერკეტს. ჩვენს მიერ მოგროვებულ ფაქტებს ექნება ყველა ის სამართლებრივი გაგრძელება, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონით. ამოვწურავთ ყველა ეროვნულ ინსტანციას საქართველოში და შემდეგ მივმართავთ ევროპულ სასამართლოსაც.“- აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42