სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყო სემინარი თემაზე: „აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფა“
პოლიტიკა - 13:08, 06 Nov, 2017     1014
სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან პარტნიორობით, საერთაშორისო ორგანიზაციამ - „უმაღლესი აუდიტორული ორგანოების განვითარების ინიციატივა“ (IDI) „აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის“ სემინარი დაიწყო.

ღონისძიება, რომელშიც მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების 60-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს, ოფიციალურად გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა გახსნა.

სემინარის მიზანია აუდიტის ხარისხის კონტროლის სისტემის გაუმჯობესება და თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგვა უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუტებში.

- სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აქვს პატივი, იყოს IDI-ის მიერ ორგანიზებული სემინარის - „აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფა“, პარტნიორი. ჩვენს პასუხისმგებლობას ზრდის ის ფაქტიც, რომ მსგავსი ფორმატისა და მასშტაბის შემაჯამებელი შეხვედრა კავკასიის რეგიონში პირველად ტარდება, - აღნიშნა გენერალურმა აუდიტორმა. ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, მსგავსი სამუშაო შეხვედრები უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების მდგრადი განვითარების პროცესში, რადგან სწორედ აუდიტის ხარისხის გაუმჯობესება განსაზღვრავს აუდიტორული ორგანიზაციების სანდოობას, საიმედოობას, ობიექტურობას და ეფექტიანობას.

სემინარს, რომელიც 5 დღეს გაგრძელდება, წარუძღვებიან მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის, საქართველოს წარადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, ექსპერტი თორნიკე შერმადინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42