"თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის კახა კუკავას განცხადებით, სასამართლო ინსტანციების ამოწურვის შემდეგ ოპოზიცია ევროპულ სასამართლოს მიმართავს.
"საქართელოში ყველა სასამართლო სისტემა არის ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ქვეშ და მორჩილი, კონკრეტულად ამ სასამართლო სისტემაში დგას ლევან მურუსიძე ივანიშვილის ფავორიტი, რომელიც საზოგადოებას გირგვლიანი საქმიდან ახსოვს. ამიტომ დიდი იმედები არ გვაქვს გარდა იმისა, რომ მოსამართლე ღლონტს სასამართლოში ეძინა. ამიტომ სააპელაციოში იმის იმედი მაინც გვაქვს, რომ ეღვიძებათ სასამართლოზე. ამ სასამართლო ინსტანციების ამოწურვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთი მიზნით, რომ ევროპული სასამართლოსთვის მომზადდეს საქმე და იმედი გვაქვს, რომ როგორც 2017 წელს გააწნა სილა ივანიშვილის რეჟიმს ევროპულმა სასამართლომ და 2018 წელს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რაც უნდა გახდეს ივანიშვილის რეჟიმის დასასრულის დასაწყისი“ - განაცხადა კუკავამ.
მასალის გამოყენების პირობები






