ცესკო ახალი წესით დაკომპლექტდება
პოლიტიკა - 11:48, 06 Nov, 2017     1091
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალი წესითა და შემადგენლობით დაკომპლექტდება. არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ამოქმედდება პარლამენტის მიერ მიღებული კანონი. კერძოდ, ყველა დონის საარჩევნო კომისიაში წევრი მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებს ეყოლება, რომელთაც პარლამენტის მანდატები მიიღეს და საპარლამენტო ფრაქცია შექმნეს.

“ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, როგორც ცესკოში, ასევე ყველა ქვედა დონის საარჩევნო კომისიაში პარტიების მიერ დასანიშნი წევრების რაოდენობა შვიდი წევრიდან 6-წევრამდე შემცირდა ამ ექვსი წევრიდან ცესკოში სამი წევრი ”ქართულ ოცნებას” ეყოლება, ხოლო თითო-თითო წევრს ”ნაციონალურ მოძრაობა”, ”ევროპული საქართველო” და ”პატრიოტთა ალიანსი” დანიშნავს.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნა პარტიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსების ოდენობაზე იყო დამოკიდებული, რაც პარტიას ერთ წევრზე მეტის დანიშვნის შესაძლებლობას არ აძლევდა.

ამ დროის მონაცემით, 13-კაციან ცესკოში პარტიული კვოტით შვიდი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელია დანიშნული.

“ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონის თანახმად, ცესკო შედგება თავმჯდომარისა და 11 წევრისაგან. ცესკოს თავმჯდომარე იმავდროულად არის ცესკოს წევრი. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი წევრობის შეწყვეტას.

ცესკოს 5 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 6 წევრს ნიშნავენ პარტიები ამ კანონით დადგენილი წესით. (ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ყველა სახის ოქმის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი წესით გამოქვეყნების მომდევნო დღიდან).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42