„მარნეულის შემთხვევაში იყო ფაქტი, როდესაც ერთ-ერთი პიროვნება გაყალბებული ბეიჯით გადაადგილდებოდა ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე. ამასთან დაკავშირებით თუ არ ვცდები, მასმედიითაც უნდა ყოფილიყო ინფორმაცია გავრცელებული, თუმცა მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ უწყებათაშორისი კომისიის წინაშე ამ ფაქტს და ვთხოვ შესაბამის ორგანოებს, დაინტერესდნენ ამ ფაქტით“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
თიანეთის საკითხის შესწავლას არასამთავრობო სექტორი ითხოვს, მათი თქმით ბიულეტენების თემით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.
„საუბარი არის თიანეთზე, სადაც ბოლო მომენტში გაიმარჯვა კანდიდატმა, რომელიც იყო არასახელმწიფო კანდიდატი, თუმცა იქ ეჭვები არსებობს, რომ შესაძლოა იქ არჩევნების გაყალბებას ჰქონოდა ადგილი და საინტერესოა ამაზე დაიწყო თუ არა გამოძიება. გარდა ამისა, ოპოზიციურმა პარტიებმა გაავრცელეს კონკრეტული ვიდეო ჩანაწერები, სადაც ჩანს თუ როგორ ხდება გარკვეულ უბნებზე არჩევნების გაყალბება,“ - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
უწყებათაშორისი კომისიის სხდომას არ ესწრება ოპოზიცია.
მასალის გამოყენების პირობები






