მკვლელობის მომზადებისთვის მსჯავრდებულმა სასულიერო პირმა დეკანოზ გიორგი მამალაძემ "კურიერთან" საუბრისას მეუფე დიმიტრისთან შეხვედრაზე და იმ ზეწოლაზე ისაუბრა, რომელსაც ძალოვანი სტრუქტურები და მაღალი სასულიერო იერარქები მასზე ახორციელებდნენ:
„მე უფრო ემოციურს დავარქმევდი ამ შეხვედრას ვიდრე მძიმეს. მეუფეს კითხვები ქონდა და პასუხების მიღების და ანალიზის შემდეგ გააკეთა ის განცხადება, რასაც მე ვამტკიცებდი, რომ ეს იყო შეთქმულება. ჩემს მიმართ იყო მოთხოვნები, რომელსაც ჩემი და ჩემი ოჯახის უსფრთხოების გამო ღიად ვერ ვიტყვი. ზეწოლები იყო, გამოვიდნენ მაღალი სასულიერო იერარქიის პირები, რომლებიც ჩემგან ითხოვდნენ აღიარებას მეუფე დიმიტრისა და სოსო ოხანაშვილის თანამონაწილეობასთან დაკავშირებით. ეს აღიარება რომ ვერ მიიღეს, დამსაჯეს და წამიყენეს ბრალი თეთრუაშვილის მკვლელობაზე, თავიდან განსაზღვრული ქონდათ პატრიარქთან დაკავშირებით.“- განაცხადა გიორგი მამალაძემ. მისი თქმით საბოლოო მიზანი მეუფე დიმიტრის დაკავება იყო.
„ეს საქმე არ დაწყებულა დღეს, გუშინ და ჩემი სახით. მეუფე დიმიტრი არის ერთ-ერთი ნათელი წერტილი დღეს მოღვაწე მაღალიერარქებს შორის. მის დიკრედიტაციას ალბათ სამომავლო მიზნებისთვის ცდილობდნენ. არის დეტალები, რომელსაც ვერ ვხსნი. შიდა კულუარებში იცოდნენ რომ მეუფე დიმიტრი პატრიარქობისთვის არ იბრძოდა, ამიტომ ვერ ვხსნი.“- აღნიშნა დეკანოზმა.
იმ სიტუაციაში, რომელშიც მე ვიმყოფები უსაფრთხოების მიზნით თავს შევიკავებდი კონკრეტული პირების დასახელებისგან საქართველოს საპატრიარქოში. რაც შეეხება პროკურატურას, ჩემგან აღიარებას ითხოვდა პროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძე შემდეგ კი ჩემი საქმის პროკურორები.“- განაცხადა მამალაძემ.
პატიმარმა სასულიერო პირმა იმ მაღალიერარქზეც ისაუბრა, რომელიც ერთგვარ კომუნიკატორის როლს ასრულებდა საპატრიაროქოსა და სუს-ს შორის და განაცხადა, რომ საზოგადოება ხედავდა მეუფე იაკობის აქტიურობას „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით. ასევე მამალაძემ დაადასტურა, რომ საპატრიარქოში ხშირად ისმოდა სოსო გოგაშვილის სახელიც:
„როგორც მეუფე იაკობმა სასამართლოზე განაცხადა გოგაშვილთანაც და ძალოვან სტრუქტურებთანაც კომუნიკაცია მას ჰქონდა.”- განაცხადა დეკანოზმა.
დეკანოზის თქმით პატრიარქს მისი დამნაშავეობის არ სჯერა
„პატრიარქის პოზიცია ნათელია ჩემს შესახებ, მას არ სჯერა რომ მე ამის ჩამდენი ვიყავი.“- აღნიშნა მამალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






