ჩოხატაურში ბებომ ძროხის სანახავად დოუძახა ახალ გამომცხვარ ვეტერინარს, რომელიც ველოსიპედით მივიდა, შეათვალიერა ,,პაციენტი" ძროხა, მერე მიუბრუნდა ბებოს და უთხრა:
- აი ატეხილია ნინა ბებია?
- აუფ! რა წეიყვანს ამ სამგლეს ახლა ერკეთში?! (მე -3 სოფელში იქედან)
ვეტერინარს შეეცოდა ბებო, გახსნა ჩემოდანი, შპრიცით დალუქული კონტეინერიდან ამოიღო სპერმა და ძროხა ხელოვნურად გაანაყოფიერა.
- მორჩა, აღარ უნდა ამას არაფერი ბებო, მაკეთაა უკვე ძროხა!
- რას ჩივი ნენა? ამას ბუღა არ უნდა? (გეიკვირვა ბებიამ)
- არა ნინა ბებია მაკეთაა უკვე მაი!
- რაფერ ნენა... ამაზე ახლა კურომ არ უნდა გადეიაროს ზეეთ? (დაუკონკრეტა ზდილობიანად)
- 100 ჯერ ხომ არ გეტყვი ნინა ბებია?! არ უნდა მაგას აფერი...
ბებო შემობრუნდა, მაღლა აწია თავი, გარდაისახა პირ - ჯვარი და თავისთვის ჩაილაპარაკა:
- ამ ხნის ქალი ვარ, დავბერდი ნენა და პირველად ვნახე ბუღა ველოსიპეტით დეიარებოდეს და ყ@@ეი ჩემოდნით დაქონდესო...
მასალის გამოყენების პირობები






