არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას და ხმების ხელახლა გადათვლას მოითხოვდნენ.
ოპოზიცია აცხადებს, რომ სასამართლო მიკერძოებული იყო და არ გაითვალისწინა ობიექტური მტკიცებულებები, რომლებიც ცალკეულ დარღვევებს და ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს ადასტურებდა.
პოლიტიკური პარტიები სამართლებრივი და პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ.
დღეს მიმართავს სასამართლოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც, ენმ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, ასაჩივრებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის თინა ბოკუჩავას თქმით ცესკომ მიიღო პოლიტიკური, უკანონო გადაწყვეტილება და მათი საჩივარი ჩააგდო:. ბოკუჩავას განცხადებით, საოლქო კომისიების მიერ გამოცხადებული მონაცემები ამომრჩევლის ნებას არ ასახავდა, ამასთანავე არჩევნების დროს ხდებოდა ამომრჩევლის ტოტალური კონტროლი:
მასალის გამოყენების პირობები






