მოკლედ, გუშინ საღამოს - მთელი დღის დაქანცული გავჩერდი ვულკანიზაციასთან, მუშტაიდთან და მეთქი სანამ მორჩებიან საქმეა სადმე ავირბენ... აღმოვჩნდი ჩინური სამკურნალო მასაჟის სახლის წინ.
რაც კი არსებობდა ყველაფერი "გამასინჯეს" და ბოლოს დარჭობილი ნემსებით (ფილმებში რომ არის) და სარელაქსაციო მასაჯით შემოვიფარგლე...
ჰოდა მასაჟი არის ნეტარება და ეს კიდევ - ძაან მაგარი ადგილი, ეწვიეთ თქვენც, ახლიდან დავიბადე და რომ არ დამეწერა არ შემეძლო. სამკურნალო მასაჟები ყოფილა უფრო, მე არც ინსულტი მაქვს გადატანილი, არც სახსრები მაწუხებს, მაგრამ მშვენიერი მაინც :დ
პ.ს. ზოგადადაც ვგიჟდები მასაჟზე, მეც კარგად ვაკეთებ, ჰოდა ნებისმიერ სუფთა ხელებიან "მოყვარულს" სიამოვნებით გაგიცვლიდით, ანუ მიკეთებ-გიკეთებ ამბავი, სწენკების ჩადგმების გარეშე (მიდგას უკვე)
პ.ს. მეორე ფოტოზე რამე არ იფიქროთ, სახსრებში გახსნის პროცედურა იყო.

მასალის გამოყენების პირობები






