პავლიაშვილის საქმე - შსს მზადაა, მოწმის დაკითხვის ვიდეომასალას ავთენტურობის დადგენის მიზნით ექსპერტიზა ჩაუტარდეს
პოლიტიკა - 20:32, 03 Nov, 2017     1488
შსს არ ადასტურებს, რომ ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარი ფაქტის ერთ-ერთ თვითმხილველს შსს-ს ჟურნალისტმა გარდაცვლილი პირის ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ალკოჰოლური დამოკიდებულების შესახებ კითხვა დაუსვა.

როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით განუცხადეს, უწყება მზად არის ვიდეოჩანაწერს ჩაუტარდეს ექსპერტიზა ავთენტურობის დადგენის მიზნით.

"ინტერვიუ აღნიშნულ მოქალაქესთან, რომელიც მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენდა, ჩაწერილია უწყვეტ რეჟიმში. ვიდეოკამერა არ გამორთულა ინტერვიუს დასაწყისიდან ბოლო სიტყვამდე, მათ შორის, იმ მონაკვეთშიც, როდესაც რესპოდენტი, ინტერვიუს მსვლელობისას, შუალედში, სატელეფონო ზარს პასუხობს. ისე, რომ ჟურნალისტს არ დაუსვამს კითხვა გარდაცვლილი პირის ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ალკოჰოლური დამოკიდებულების შესახებ, რესპოდენტი თავად იწყებს ამ თემაზე საუბარს, პირველად სწორედ იგი ახსენებს სიტყვა „ფსიქოტროპულს“ და აცხადებს, რომ გარდაცვლილი პირი ალკოჰოლდამოკიდებული იყო და ამასთან, ფსიქოტროპულ მედიკამენტებს მოიხმარდა. აღნიშნული ვიდეომასალა სრულად, დაუმონტაჟებელი სახით ინახება შსს-ს არქივში. შსს-ს პრესსამსახური მზადაა, ვიდეოჩანაწერს ჩაუტარდეს შესაბამისი ექსპერტიზა, მისი უწყვეტობის და ავთენტურობის დადგენის მიზნით"- განუცხადეს "ნიუპოსტს" შსს-ში.

ნუცუბიძის ქუჩაზე, პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმის თვითმხილველმა, ნოდარ შანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების შესახებ კითხვა შსს-ს ჟურნალისტმა დაუსვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42