თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პანელის სპიკერი ჰენრიკ ჰოლოლეი იქნება
პოლიტიკა - 19:18, 03 Nov, 2017     1029

ჰენრიკ ჰოლოლეი ეკონომისტი, ტალინის ტექნიკური უნივერსიტეტისა და დანიის აარჰუსის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.

1995-2004 წლებში ჰოლოლეის ეკავა სხვადასხვა თანამდებობა ესტონეთის მთავრობაში. მას, ქვეყნის მთავრობასა და პრემიერ-მინისტრთან უშუალო თანამშრომლობით, დიდი წვლილი მიუძღვის ესტონეთის ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკის გატარებაში.

2001-2002 წლებში ჰენრიკ ჰოლოლეი იყო ესტონეთის ეკონომიკის მინისტრი. 2002-2003 წლებში ის წარმოადგენდა ესტონეთის მთავრობას იმ გუნდში , რომელმაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ევროპის კონსტიტუციის პროექტი შეიმუშავა.

2004 წელს ჰენრიკ ჰოლოლეი გადავიდა ევროკომისიაში ვიცე-პრეზიდენტის სიიმ კალასის https://www.facebook.com/kallassiim/) კაბინეტის თავმჯდომარის პოზიციაზე. 2004-2010 წლებში, ვიცე-პრეზიდენტ კალასის პირველი მანდატის დროს, იგი ხელმძღვანელობდა ადმინისტრაციას, აუდიტს და თაღლითობის საწინააღმდეგო საქმიანობას, ხოლო ვიცე-პრეზიდენტის მეორე მანდატის დროს, 2010-2013 წლებში იგი ტრანსპორტის საკითხებზე მუშაობდა.

2013 წლის ნოემბრიდან ჰოლოლეი ევროკომისიის გენერალური მდივნის მოადგილედ დაინიშნა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმოქმედ კომიტეტში ევროკომისიის წარმომადგენელი იყო.

ჰენრიკ ჰოლოლეი ევროკომისიის მობილობისა და ტრანსპორტის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 2015 წლის ოქტომბერში დაინიშნა. იგი ხელმძღვანელობს 600-ზე მეტი თანამშრომლისგან შემდგარ გუნდს, ოთხ სხვადასხვა სატრანსპორტო სააგენტოს, (EASA, EMSA, ERA, INEA) ასევე, ორ ერთობლივ ქვეპროგრამას (SESAR, S2R), რომელთა საშუალებითაც ევროკავშირის სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარება და იმპლემენტაცია უნდა განხორციელდეს.

სხვადასხვა წლებში ჰენრიკ ჰოლოლეის ჯილდოდ გადაეცა ლომის დიდი ჯვარი ფინეთის პრეზიდენტისგან, თეთრი ვარსკვლავის მე-3 თანრიგის ორდენი ესტონეთის პრეზიდენტისგან, Chevalier de l'Ordre du Mérite-ის ორდენი საფრანგეთის პრეზიდენტისგან, ასევე აღიარების ჯვარი ლატვიის პრეზიდენტისგან და ღირსების ორდენი მოლდოვას პრეზიდენტისგან.

2014 წლის მაისში ესტონურმა ევროპულმა მოძრაობამ ჰენრიკ ჰოლოლეი „წლის ევროპელად“ დაასახელა.

http://www.tbilisibrf.gov.ge/en/speakers/transport-infrastructure/152-henrik-hololei





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42