სოფიო შამანიდმა აჭარისა და პანკისის ფოტოკლუბების გამოფენა დაათვალიერა
პოლიტიკა - 18:05, 03 Nov, 2017     483
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის "აჭარისა და პანკისის ფოტოკლუბები" დასკვნით გამოფენას დაესწრო.

პანკისისა და ზემო აჭარის ფოტო კლუბები ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილის ინიციატივითა და პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით დაარსდა.

კლუბების წევრები რამდენიმე თვის მანძილზე სწავლობდნენ ფოტოგრაფიას, კამერასთან მუშაობას, გადაღებას, თეორიულ თუ ტექნიკურ დეტალებს. ამ ხნის მანძილზე მათ ობიექტივში მოექცა მთელი ზემო აჭარა და პანკისის ხეობა - ადამიანები და წეს-ჩვეულებები, ბუნება, გარემო და უამრავი საინტერესო კადრი ყოველდღიური ცხოვრებიდან.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი იდეაა, რომ კლუბებმა მომავალში შეძლონ დამოუკიდებლად არსებობა და მუშაობა; რომ კლუბების ახლანდელმა წევრებმა ფოტოგადაღება ასწავლონ მომავალ წევრებს და ეს იყოს ადგილი, სადაც ყველას შეეძლება მისვლა.

"პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით პანკისში უკვე მესამე წელია ხორციელდება მრავალი პროექტი. ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული იყო ფოტოსკოლა. პანკისში გადაღებული ფოტოების უკვე მესამე გამოფენა გვაქვს.

ეს სკოლა წარმატებული დიდწილად იმიტომაც არის, რომ მას სათავეში უდგას ისეთი ცნობილი ფოტოგრაფი როგორიცაა ნათელა გრიგალაშვილი და ეს მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ახალგაზრდას, სკოლის მოსწავლეს შეუძლია მუშაობა ასეთ პროფესიონალთან.

ჩვენ წელს პანკისთან ერთად მოვიცავით ზემო აჭარის რეგიონიც", - განაცხადა სოფიო შამანიდმა.

სოფიო შამანიდის თქმით, აჭარისა და პანკისის ფოტოკლუბები ქმნიან განსხვავებულ, საინტერესო და შემოქმედებით გარემოს, და რაც მთავარია, აერთიანებენ პანკისელ და აჭარელ ახალგაზრდებს.

გამოფენა დღეს "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს“ საგამოფენო სივრცეში გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42