„პირველ რიგში, მე და პარლამენტის წევრებს გვაინტერესებს მოგვახსენოთ, სად არის ამჟამად, ამ მომენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რატომ არ წარმოადგენს ბიუჯეტის პროექტს პრემიერ-მინისტრი, რადგან საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ბიუჯეტი უნდა წარმოადგინოს პრემიერ-მინისტრმა. რა არის ის უფრო მნიშვნელოვანი საქმე, რის გამოც ის პარლამენტს არ წარუდგენს დოკუმენტს, რომელიც პირდაპირ აისახება ჩვენი ხალხის ჯიბეზე. კოლეგებმა ისაუბრეს ფასების ზრდაზე, მართლაც ფასები გაიზარდა ყველაფერზე. ამის შედეგად გაიზარდა საარსებო მინიმუმი და ამ ფონზე თქვენი მთავრობა არ ზრდის მომავალ წელს არც პენსიას, არც პოლიციელების ხელფასს, არც მასწავლებლების ხელფასს, არც დევნილების შემწეობას, მაშინ, როცა 2012 წელთან შედარებით ბიუროკრატიული ხარჯები, ხელფასები და პრემიები გაზრდილია 369 მილიონი ლარით. ამ ფონზე, რატომ არ ითვალისწინებთ „ევროპული საქართველოს“ და ჩვენი ლიდერის, დავით ბაქარაძის წინადადებას ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების გზით პენსიის 50 ლარით გაზრდის შესახებ?“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
მასალის გამოყენების პირობები






