ოკუპირებულ ახალგორში საბაჟოს გახსნაზე საუბარი არ შეიძლება იყოს - დავით ზალკალიანი
პოლიტიკა - 15:42, 03 Nov, 2017     638

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნაზე საუბარი არ შეიძლება იყოს.
მისი შეფასებით, სეპარატისტული რეჟიმის ეს გადაწყვეტილება ვერ იქნება სამართლებრივად გამართლებული და საქართველო ყველა საერთაშორისო ფორმატს გამოიყენებს საკითხის საერთაშორისო თანამეგობრობაში აქტუალიზაციისთვის.

„არანაირ საბაჟოზე საუბარი არ შეიძლება იყოს არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური კუთხით, გამომდინარე იქიდან, რომ საბაჟოები, როგორც წესი, სახელმწიფოებს შორის წესდება. სახელმწიფო საზღვარი არ არსებობს, სახელმწიფო საზღვარი ჩვენ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან და ბუნებრივია, არ შეიძლება იყოს საუბარი არანაირ საბაჟო პუნქტზე. ეს არის შეზღუდვა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის და ზღუდავს იქ მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტურ უფლებას თავისუფალ გადაადგილებაზე და რუსეთის ფედერაციის მხრიდან არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები მოაქციოს თავისი ეკონომიკური გავლენის ქვეშ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო ხელისუფლება საქართველოდან შესული ტვირთების აღრიცხვას ახალგორთან აპირებს. ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი. მურატ ცხოვრებოვმა, საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი საქართველოდან შემავალი ტვირთების ხარისხისა და მოცულობის კონტროლის მიზნით იდგმება. საბაჟოს ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ პუნქტის გახსნის იდეა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც საქართველოდან შემომავალი ტვირთების ინტენსიური მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ ის არ იბეგრება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42