ლარის კურსის ვარდნა და შემოსავლის შემცირება - ფინანსთა მინისტრი პრობლემად ეკონომიკაზე დოლარიზაციის გავლენას ასახელებს
პოლიტიკა - 13:55, 03 Nov, 2017     1095
ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ფიზიკურ პირების სესხებში ლარიზაცია 12 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შეადგინა 54%.
ქუმსიშვილის თქმით, ლარის კურსის ვარდნის ფონზე მოსახლეობაში განკარგვადის შემოსავლი შემცირება განპირობებულია ეკონომიკაში დოლარიზაციის გავლენით.

„ბოლო დღეებში, ერთ-ერთი მთავარი თემაა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარებაა. ლარის კურსი უცხოური ვალუტების მიმართ და მისი მსყიდველობითი უნარი მეც მაწუხებს. მაწუხებს, როგორც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და პირველ რიგში, მაწუხებს, როგორც საქართველოს მთავრობის წევრს, რადგან ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა, სწორედ მთავრობის პასუხისმგებლობაა, სწორედ ამიტომ, ეს პასუხისმგებლობა მავალდებულებს ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნა, რომ ასეთი მდგომარეობა - სავალუტო ბაზარზე კურსის თუნდაც მოკლევადიანი რყევების გამო, ბევრისთვის განკარგვადი შემოსავლის ხელშესახები შემცირება, გაგრძელდება მანამდე, ვიდრე მაღალია დოლარიზაციის გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე. სწორედ ესაა ამ პრობლემის მთავარი საფუძველი,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა ლარიზაციის სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულების შემცირებას, რათა მოიხსნას აღნიშნული პრობლემა და შოკის მიმართ გამძლეობა გაიზარდოს.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ისაუბრა ლარიზაციის სტრატეგიით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე, რომელთა განხორციელება გაზრდის ლარიზაციის მაჩვენებელს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა მოიყვანა 2017 წელს დოლარიზაციის მაჩვენებლებს შემცირების სტატისტიკა, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის ოქტომბრის მდგომარეობით, დეპოზიტების ლარიზაცია წლის დასაწყისიდან გაიზარდა 6 პროცენტული პუნქტით - 35%-მდე, ხოლო სესხების ლარიზაცია გაიზარდა 8,4 პროცენტული პუნქტით - 35 %-მდე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებაა ფიზიკური პირების შემთხვევაში. სესხების ლარიზაცია ფიზიკურ პირებში 12 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შეადგინა 54%.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42