გიორგი მარგველაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
პოლიტიკა - 13:26, 03 Nov, 2017     873

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს.

„გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს - ქართველი დიპლომატის დღეს!

ეს თარიღი განსაკუთრებულია ქართული სახელმწიფოებრიობისათვის, რადგან დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა უშუალოდ უკავშირდება ქვეყნის სუვერენიტეტს.

სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან დღემდე ჩვენმა ქვეყანამ არაერთ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია, რაც ქართული დიპლომატიის დამსახურებაა.

უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, ასოცირების შეთანხმება, თანამშრომლობის ახალი საერთაშორისო პროექტები, ხელშეკრულებები - ყველა ამ წარმატებაში განუზომელია ქართული დიპლომატიის წვლილი და ძალისხმევა.

ჩვენ შევძელით, საქართველო გამხდარიყო არამხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი, არამედ ყოფილიყო უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ფუნქციით აღჭურვილი სახელმწიფო, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ხალხებს, რეგიონებსა და კონტინენტებს.

ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად ქართული დიპლომატია დღეს ურთულეს ბრძოლაშია ჩაბმული, სადაც ჩვენი მოწინააღმდეგე ისეთი ძლიერი დიპლომატიური ტრადიციების მქონე ქვეყანაა, როგორიც არის რუსეთის ფედერაციაა. ამ მძიმე პაექრობაში ჩვენ შთამბეჭდავ წარმატებას მივაღწიეთ: კონსოლიდირებული ძალისხმევითა და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით სრულიად ჩაიშალა ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გეგმა და ერთმნიშვნელოვნად შეუქცევადი გახდა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა. ამასთან ყოველწლიურად იზრდება გაეროში დევნილთა და ლტოლვილთა უპირობო და ღირსეული დაბრუნების შესახებ რეზოლუციის მომხრე სახელმწიფოთა რაოდენობა.

ბრძოლა ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის კვლავაც გრძელდება. დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ჩვენი სამშობლოს გაძლიერება და კეთილდღეობა ჩვენი დიპლომატიის უმთავრესი ამოცანაა.

სიმბოლურია, რომ დღევანდელი დღე უკავშირდება უდიდესი საზოგადო მოღვაწისა და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი დიპლომატის სულხან-საბა ორბელიანის სახელს, რომელმაც ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში ნათლად გამოკვეთა ჩვენი დიპლომატიისა და საგარეო პოლიტიკის ღირებულებები და ევროპული ვექტორი.

ჩვენ წინ კიდევ მრავალი გამოწვევა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ კვლავაც მრავალი გამარჯვებას ვიზეიმებთ. მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ ქართული დიპლომატიის დღის აღნიშვნას ერთიან, ძლიერ, ევროპულ და ევროატლანტიკურ საქართველოში.

კიდევ ერთხელ, გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ წარმატებებს“- აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42