რატომ უშლიან ხელს გენგეგმას თბილისის ისტორიულ უბნებში მცხოვრები ხელმოკლე თბილისელები
პოლიტიკა - 13:23, 03 Nov, 2017     3971

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორი კომპანია („სითი ინსტიტუტი საქართველო“) გვპირდება, რომ პროექტზე მუშაობა დასრულდა და განახლებულ გენგეგმას (რომელიც არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ექსპერტების აზრითაც, არც გენერალური გეგმაა და არც მიწათსარგებლობის, მხოლოდ იდეების ყუთად თუ გამოდგება) 13 ნოემბერს ჩააბარებენ შემკვეთს, ანუ თბილისის მერიას. ამის შემდეგ კი დოკუმენტი დედაქალაქის საკრებულოს ახალმა შემადგენლობამ უნდა დაამტკიცოს, რომელთა ადგილას ყოფნას პირადად მე არ ვისურვებდი, იმიტომ რომ, თუ გენგემას წაიკითხავენ, ვაია, ხოლო, თუ არ წაიკითხავენ და ისე მისცემენ ხმას, ვუი, იმიტომ რომ თავიანთ გვარ-სახელებს კიდევ ერთხელ დაამახსოვრებენ უარყოფით კონტექსტში თბილისს; მთლად აღა-მაჰმად ხანივითაც ვერ, თუმცა არც ბევრად ნაკლებად.

ერთი იმედი ისაა, რომ თბილისის ახლად არჩეულმა მერმა კახა კალაძემ გაანცხადა, რომ, როგორც კი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება, შექმნის ჯგუფს, რომლებიც პროექტს ძირფესვიანად გაეცნობიან.

ამასობაში კი ,„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი მერაბ ბოლქვაძე გვამცნობს, რომ „მთავარი კონცეფციები, რაც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს ჰქონდა, იგივე დარჩა, მათ შორის, გარე კონტურის შენარჩუნება-დაცვა, კომპაქტურობა, ლანდშაფტური მწვანე სივცრეებისთვის სისტემური ხასიათის მიცემა და განვითარება და ა.შ.”

არც იმას გვიმალავს, რომ გაეცნო თბილისის მერიის მიერ დაქირავებულ აზიისა განვითარების ბანკის ექსპერტ ერიკ ჰიუბრეხტის მოსაზრებებს და მისი გარკვეული შენიშვნებიც კი მივირეთ მხედველობაშიო, თუმცა ზოგიერთი მოსაზრება არ გაუზიარებიათ. კერძოდ, არ გაუზიარებიათ ფრანგი ურბანისტის რჩევა, ქალაქის გარე განვითარებაზე უარს ნუ იტყვითო, რადგან ბ-ნი ბოლქვაძე დარწმუნებულია, რომ ქალაქის გარე განვითარეაზე უარი უნდა ვთქვათ, რადგან ქალაქი უნდა იყოს კომპაქტური (აი, ის კი აღარ ვიცი, „თავკომბალა“ როგორ იქნება კომპაქტური?! თბილისი კი კარგა ხანია, „თავკომბალას“ დაემსგავსა, რადგან, რიგ ობიექტურ და სუბიექტურ მიზეზთა გამო, ქვეყნის მოსახლეობის მესამედი დედაქალაქში ცხოვრობს, რის მოგვარებასაც განსახლების პოლიტიკა სჭირდება, სხვათა შორის, რის გარეშეც თბილისის მიწათსარგებლობის რეალურ გენგეგმას ვერაფრით შექმნი, მაგრამ აი, „სითი ინსტიტუტმა საქართველომ შექმნა“).

მართალია, ბ–ნი ბოლქვაძე უარს ამბობს თბილისის გარე განვითარებაზე, თუმცა იქვე დასძენს, რომ „თბილისს აქვს დიდი რესურსი გაჩერებული წარმოებების სახით. ამის ფონზე კიდევ გარე განვითარებაზე ხელის შეწყობა სწორად არ მიგვაჩნია“, და იმას აღარ აზუსტებს, რომ გაჩერებული საწარმოების ტერიტორიების ათვისებაც ფრანგი ურბანისტის წინადადებაა.

სხვათა შორის, არც ფრანგი ექსპერტის სხვა შენიშვნებზე ამახვილებს ყურადღებას (რომ დაუშვებელია რკინიგზის სადგურის გადატანა, ახალი საგზაო მაგისტრალის აშენება, პოტენციალური დატბორვის ადგილებში მშენებლობები, ურბანული ფაშიზმის სახელმძღვანელო პრინციპად აღება და სხვა) და ჩვენც სწორედ ამ ვაკუუმის ამოვსებას შევეცდებით.

ძველი თბილისიურბანული ფაშიზმის მსხვერპლი

თუმცა თავის ინტერვიუში ბ-ნ ბოლქვაძეს კრინტიც არ დასცდენია, თუ რა სტრატეგია აქვს „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ თბილისის ისტორიული, ანუ კულტურული მემკვიდრეობის უბნებისადმი, სამაგიეროდ, ერიკ ჰიუბრეხტი წერს ამის შესახებ საკმაოდ დეტალურად თავის საექსპერტო დასკვნაში.

კერძოდ, მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტით თბილისის კულტურული მემკვიდრეობის უბანი მიიჩნევა ურბანული განახლების შესაძლებლობლად და ამ განახლებას „სითი ინსტიტუტი საქართველო“ ჯენტრიფიკაციის გზით აპირებს.

ჯენტრიფიკაცი კი, მარტივად რომ ვთქვათ, ნიშნავს ადგილობრივი მსოახლეობის გასახლებას თავაისი საცხოვრებელი ადგილებიდან, რაც ეწინააღმდეგება იუნესკოსა და გაეროს ჰაბიტატის სტანდარტებს.

ჯენტრიფიკაცია გულისხმობს დაბალი შემოსავლის, ანუ ღარიბი მოსახლეობის ჩანაცვლებას, არადა, როგორც ერიკ ჰიუბრეხტი განმარტავს, მათ ესაჭიროებათ ქალაქის ცენტრში ცხოვრება, რომ ხელი მიუწვდებოდეთ სამუშაო ადგილებსა და ურბანულ მომსახურებაზე.

შესაბამისად, ფრანგი ექსპერტი ურჩევს ქართველ ექსპერტებს, ანუ „სითი ინსტიტუტ საქართველოს“, რომ „სოციალური მრავალფეროვნება უნდა წახალისდეს კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის მხარდაჭერით, რათა შენარჩუნდეს რამდენიმე ტიპის საცხოვრისი (დაბალშემოსავლიანი, საშუალოშემოსავლიანი და შემოქმედებითი კლასებისთვის)“ და ახსენებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციისა და სოციალური მრავალფეროვნების მართვის არაერთი მაგალითია საერთაშორისო გამოცდილებაში. თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენი თანამემამულეები („სითი ინსტიტუტ საქართველოდან“) იმ გზას გაჰყვნენ, რომელიც წლების წინათ შემოგვთავაზა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ, ასევე, „ურბანული ფაშიზმის“ ეგიდით.

შეგახსენებთ, თბილისის ისტორულ უბნებში ცხოვრებისთვის მაღალი გადასახადის დაწესებით, რაც ადგილობრივ არც თუ შეძლებულ თბილისელებს აიძულებდა, გაეყიდათ თავიანთი საცხოვრებელი, ადგილი გამოეთავისუფლებინათ შეძლებულთათვის და სხვაგან გადასახლებულიყვნენ. ეს მიდგომა, როგორც ურბანული ფაშიზმი“, ცივილიზებულმა სამყარომ კარგა ხანია, უარყო. მაგრამ მას დაუბრუნდასითი ინსტიტუტი საქართველო“, როგორც თბილისის ისტორიული უბნების რეაბილიტაციის, რატომღაც, ერთადერთ საშუალებას. რაც არ არის გასაკვირი, იმ მარტივი მიზეზით, რომ ახალი მგგ, ფაქტობრივად, ძველი მგგ–ის დოკუმენტებიდანაა გადმოკოპირებული.

ამასთან, გგმ–ის მიხედვით, თბილისის ძველ უბნებში გაზრდილია მოსახლეობის სიმიდროვე, სიმჭიდროვის გაზრდა კი ნიშნავს არსებულზე მაღალსართულიანი სახლების აშენებას (იქ, ცხადია, უფრო მეტი ადამიანი შეძლებს ცხოვრებას), ოღონდ ეს იმას მიანიშნებს, რომ ძველი თბილისის იერსახეც იცვლება.

სახელების შეცვლით რეკრეაციული ზონები ვერ მრავლდება

მერაბ ბოლქვაძე „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ „იყო ექსპერტების, სამინისტროების მოსაზრებები, რომლებიც ჩვენ გავასწორეთ და მხედველობაში მივიღეთ. ზონირების ძირითად რუკაზე მოხდა მცირეოდენი კორექციები, განსაკუთრებით – ლანდშაფტურ და მწვანე სივრცეების განვითარების შესახებ. სამი საქალაქო, ოთხი რაიონული და რამდენიმე საუბნო პარკია უკვე შეთავაზებული, რომლებზე პროექტირება და მუშაობა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს. როცა ჩვენ ვსაუბრობთ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე, ასეთი საჯარო რეკრეაციული სივრცეები უნდა გაჩნდეს. თბილისს ამისი დიდი ნაკლებობა აქვს. ბოლო წლებში დიდი საპარკო არეალები არ გაშენებულა. ამიტომ ჩვენ დიღმის ჭალებში, ფონიჭალის არეალსა და შავნაბადას მიმართულებით საქალაქო პარკები გაშენება გვაქვს დაგეგმილი.“

„სითი ინსტიტუტ საქართველოს“დირექტორის მიერ დასახელებულ ადგილებში დიდი საპარკო არეალების გაშენება მისასალმებელია, თუმცა რა შეღავათია ეს ქალაქის ცენტრალურ უბნებში მცხოვრებლებს, როდესაც ოველგვარი ხელსაწყოების გარეშეცაა აშკარა, რომ თბილისში, განსაკუთრებით კი, მის ცენტრალურ უბნებში სუნთქვა უკვეა შეძლებელი?!

ახლა კი ფრანგ ექსპერტს მოვუსმინოთ: „მწვანე სივრცეების რაოდენობის ზრდა (გგმ–ით) ძირითადად განპირობებულია რეკრეაციული ზონების კატეგორიიდან ლანდშაფტურ-რეკრეაციულ ზონებზე გადასვლით“, ანუ სითი ინსტიტუტმა საქართველომსაკითხი მარტივად გადაჭრა: რეკრეაციულ ზონებს ლანდშაფტურრეკრეაციული არეალები დაარქვა, რეალურად კი „ფაქტობრივად,შემოთავაზებულია სულ რამდენიმე ახალი მწვანე არეალი“, შესაბამისად, ერიკ ჰიუბრეხტი ასკვნის: მგგ არ გვთავაზობს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, ანუ დახრჩობა გარდაუვალია.

გგმ – თბილისის სასმელი წყლის რეზერვუარის დაბინძურების საფრთხე

ფრანგი ექსპერტი ცალსახად უარყთად აფასებს რკინიგზის გადატანას (უფრო ზუსტად, შეცდომად!) და, მით უფრო, თბილისის ზღვაზე, რადგან არსებობს ქალაქის მთავარი სასმელი წყლის რეზერვუარის დაბინძურების რისკი.

„აქ (თბილისის ზღვაზე) არ შეიძლება იყოს განთავსებული დამაბინძურებელი ტიპის საქმიანობის ობიექტები, როგორიცაა ზოოპარკი, ძრავიანი ნავები, რესტორანი და სხვა, თუმცა ამ ტერიტორიებზე უკვე გაცემულია გარკვეული მშენებლობების ნებართვები. ამდენად, ერიკ ჰიუბრეხტი თბილისის ზღვის ირგვლივ რეკრეაციული ტერიტორიების შექმნის წინადადებასაც სახიფათო შეცდომად აფასებს.

როგორ დავაფრთხოთ ინვესტორები

„სითი ინსტიტუტ საქართველოს“ მიერ შემოთავაზებული მგგ 3 ძირითად მესიჯზე, ანუ საკვანძო სიტყვაზე ამახვილებს ყურადღებას. ესენია: „მწვანე ქალაქი – შეკავშირებული ქალაქი – კომპაქტური ქალაქი“. რეალურად კი, როგორც უკვე გითხარით, მწვანე ქალაქისფარგლებში შემოთავაზებულია სულ რამდენიმე ახალი მწვანე სივრცე და მათგან ზოგიერთისთვის, ერიკ ჰიუბრეხტის შეფასებით, არასწორი ადგილმდებარეობაა შერჩეული.

შეკავშირებული ქალაქიგვთავაზობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძის (რკინიგზის) გაუქმებას და ქალაქის ცენტრში საავტომობილო მაგისტრალის განთავსებას, რომელსაც რკინიგზასთან შედარებით ძალიან დაბალი გამტარუნარიანობა აქვს და გაზრდის ავტომობილების რაოდენობას ისედაც ავტომობილებით გაჭედილ ქალაქში.

ხოლო კომპაქტური ქალაქი“, ფრანგი ექსპერტის შეფასებით, მრავალ სირთულეს შეუქმნის ინვესტორებს, მკაცრი რეგულაციებიდან გამომდინარე.

რაც მთავარია – „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ გგმის ეს სამი საკვანძო სიტყვა არ შეესაბამება მუნიციპალიტეტის პოლიტიკის მთავარ მესიჯებს (იმედია, მერია, ანუ თბილისის მუნიციპალიტეტი ამას მაინც მიაქცევს ყურადღებას და დედაქალაქის პოლიტიკას არ შეცვლის კერძო კომპანიის ახირებისამებრ).

იმას გარდა, რომ მგგ თბილისის მუნიციპალიტეტის პოლიტიკის სარკეს უნდა იყოს, მაგრამ გამოდის, რომ მისი საწინააღმდეგოა. აქედან გამომდინარე, ერიკ ჰიუბრეხტი ურჩევს „სითი ინსტიტუტ საქართველოს“, რომ მეტი აქცენტი გაკეთდეს მოქალაქეებსა და სამიზნე ინვესტორებზე“.

არარეალისტური მგგ – სამ მილიონ ლარად

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: მიწათსარგებლობის გენგეგმის განხორციელების ხარჯები (იმას გარდა, რომ საერთოდ გაუანალიზებელია) გენგეგმის პროექტში ძალიან მაღალია თბილისის ბიუჯეტთან შედარებით, ამდენად, საერთაშორისო ექსპერტი დაასკვნის, რომ ამ პროექტის განხორციელება არარეალისტურია (არადა 2 მილიონ 800 ათასი ლარი დაჯდა!). თავის მხრივ, სითი ინსტიტუტი საქართველოსხელმძღვანელები ცდილობენ, თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის მათ მიერ შემუშავებული პროექტი მომგებიანად წარმოაჩინონ, რაკი დოკუმენტი სქელტანიანია, სავარაუდოდ, იმის იმედად, რომ მას არავინ წაიკითხავდა, სპეციალისტების გარდა, რომელთა აზრსაც არც თავად კომპანია და არც თბილისის ხელისუფლება აქამდე ყურადღებას არ აქცევდა. არადა კანონის პირდაპირი მითხოვნაა, რომ ამ ტიპის დოკუმენტი იყოს საჯარო და მასზე მუშაობის პროცესში აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ ჩართულები მოსახლეობაც და საზოგადოებრივი ჯგუფებიც.

ამასთან, სითი ინსტიტუტ საქართველოსმიერ თავიანთივე დოკუმენტის ქებას აქვ მეტად მერკანტიური საფუძველი (თანხა ბოლომდე არ მიუღიათ).

მგგ–ის მეექვსე, დამამთავრებელი ეტაპი კომპანიას 2017 წლის 15 აპრილს უნდა წარედგინა, მაგრამ ის გადავადდა ერთი თვით, რომ ცვლილებები შეეტანათ. 11 მაისს კვლავ გადავადდა, იმავე მიზეზით და საბოლოოდ, მეექვსე, ეტაპის წარდგენის ვადად 5 ივნისი დადგინდა, მოგვიანებით – 30 ივნისი. შემდეგ თითქოს საბოლოო ვადად 24 აგვისტო დაწესდა, მაგრამ, შეთანხმებით, ვადამ 13 ოქტომბრამდე გადაიწია.

28 ოქტომბრამდე კი შესაბამის სამსახურს უნდა შერმოწმებინა მგგ–ის შესწორებული ვარიანტი და „სითი ინსტიტუტ საქართველოსთან“ მერიას (ანუ შემკვეთს) უნდა გაეფორმებინა მიღება-ჩაბარების აქტი. თუ კვლავ აღმოჩნდებოდა ხარვეზები დოკუმენტში, კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველო“ უნდა დაეჯარიმებინათ და მიეცათ ხარვეზების გამოსწორების ვადად არანაკლებ ათი დღე.

ამჟამად მოცემულობა ასეთია: კონტრაქტორმა 7 ნოემბრამდე უნდა წარმოადგინოს ხელმეორედ შესწორებული ვარიანტი, 22 ნოემბრამდე შესაბამისმა სამსახურმა უნდა შეამოწმოს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის ბოლო ვარიანტი და ან მიღება- ჩაბარების აქტი გაუფორმოს შემსრულებელ კომპანიას, ან კვლავ დააჯარიმოს (აქვე გეტყვით, რომ პირველი ჯარიმა „სითი ინსტიტუტ საქართველოსთვის“ შემკვეთს არ გამოუწერია). მეტიც – შემკვეთს უფლება აქვს, შეწყვიტოს ხელშეკრულება, რაც არსებულ ვითარებაში, ვფიქრობ, ერთადერთი სწორი გამოსავალი უნდა იყოს, რადგან რა საჭიროა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც თბილისის ვერც ერთ გამოწვევას ვერ პასუხობს, ვერ ჭრის არსებულ პრობლემებს, არ ითვალისწინებს თბილისისა და თბილისელების ინტერესებს, აფრთხობს ინვესტორებს და ხელმძღვანელობს ცივილიზებული სამყაროსვის უცხოურბანული ფაშიზმისპრინციპით?!

მიხეილ ბოლქვაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42