უფრო კონკრეტულად საქმე ეხება "სალვუს დეველოპმენტის" ერთ-ერთ შვილობილ კომპანიას "სალუს საბურთალოს".
გიორგი სოზაშვილი აცხადებს, რომ მისი ბიზნესის მითვისებაის უკან დგას შსს-ს მაღალჩინოსანი სოსო სიგუა.
ბიზნესმენი სამართალდამცავებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
”14 მარტს ერთ-ერთი ჩვენი კომპანია თაღლითურად მიითვისეს, თაღლითურმა ჯგუფმა, რის შესახებაც განვაცხადეთ ჩვენ შესაბამის უწყებებში და დღემდე არანაირი რეაგირება არ არის არავის მხრიდან. ამ ყველაფრის, ამ ჯგუფის უკან დგას მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ბატონი სოსო სიგუა. ჩემმა იურისტმა მინდობილობის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვქონდა მიცემული მინდობილობა, რომ ხელი მოეწერა, გამოიყენა ბოროტად და გადაიფორმა თავის სახელზე ერთ-ერთი კომპანია, რომელზეც მეორე დღეს ცდილობდა, რომ გაესხვისებინა 100 ლარად მესამე პირზე,“ - განაცხადა სალვუს დეველოპმენტის” მფლობელმა გიორგი სოზაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






