"კადიევის რუსეთისთვის გადაცემა მის გარდაუვალ დამცირებას, წამებას, ღირსების შელახვასა და სავარაუდო მკვლელობას ნიშნავს"- წიკლაური
პოლიტიკა - 12:01, 03 Nov, 2017     576
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით მიკაილ კადიევის რუსეთისთვის გადაცემა ნიშნავს ამ ადამიანის გარდაუვალ დამცირებას, წამებას, ღირსების შელახვასა და სავარაუდო მკვლელობას.

"საქართველოს დევნილთა სამინისტრომ და სააპელაციო სასამართლომ კავკასიელ უფლებადამცველ მიკაილ კადიევს საბოლოო პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრა და ახლა ივანიშვილის მთავრობას ნებისმიერ დროს შეუძლია მიკაილ კადიევის რუსეთში ექსტრადაციის პროცესის დაწყება.

მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციის პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით უმძიმესი მდგომარეობაა და სტრასბურგის სასამართლო არაერთ საქმეში ადასტურებს ადამიანის უფლებათა კონვენციის სერიოზულ დარღვევებს.

ასევე, ავტორიტეტული საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები ღიად საუბრობენ რუსეთის ციხეებში ადამიანთა წამებაზე, გაქრობაზე, ჯანმრთელობის შერყევასა და სიკვდილზე.

საქართველოს მთავრობა, რუსეთის მთავრობის წერილზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კადიევს არავითარი საფრთხე არ ემუქრება რუსეთის საპყრობილეში და გეგმავს მის გადაცემას, რაც უტყუარად ნიშნავს გარიგებას ივანიშვილსა და ოკუპანტ ქვეყანას შორის. გავრცელებული ცნობებით კადიევის გადაცემას დაუფარავად მოითხოვდა გრიგორი კარასინიც.

მიკაილ კადიევის რუსეთისთვის გადაცემა ნიშნავს ამ ადამიანის გარდაუვალ დამცირებას, წამებას, ღირსების შელახვასა და სავარაუდო მკვლელობას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაუშვებლად მიიჩნევს მიკაელ კადიევის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადაციას და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ადამიანის სიცოცხლით ვაჭრობა და კოლაბორაციონიზმის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა ოკუპანტ ქვეყანასთან. არ გადასცეთ მიკაილ კადიევი რუსეთს’’ - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42