2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ
პოლიტიკა - 10:07, 03 Nov, 2017     835

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ. დოკუმენტს დეპუტატებს დიმიტრი ქუმსიშვილი წარუდგენს. 2018 წლის ფინანსური დოკუმენტი 12 მილიარდ 403 მილიონი ლარით განისაზღვრა. დოკუმენტი 4.5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის მიხედვითაა დაგეგმილი. საბიუჯეტო დეფიციტი კი 3 პროცენტზეა გათვლილია.

“გადამუშავებული ვერსია ითვალისწინებს ასიგნენებს 12 მილიარდ 403 მილიონით. ეს იქნება ხარჯვა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის. პრაქტიკულად, ეს არის 987 მილიონით მეტი, ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტით 2017 წელს გვაქვს დაგეგმილი. ეს ნიშნავს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზრდება 2018 წელს 4.5%-ით,“ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის პენსიისა და სოციალური დახმარების ზრდა. „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების უგულებელყოფაში ადანაშაულებს.

„არცერთი თეთრით არ იზრდება პენსია, რატომ არ იზრდება თუნდაც 10 ლარით. ეს ხომ არ არის ბევრი, რატომ არ იზრდება თუნდაც მომავალი წლის ნოემბერ-დეკემბერში, რომ ეს ზრდა გარანტია იქნებოდა იმისა, რომ 2019-ში მაინც გაიზრდება. ფაქტობრივად, დაივიწყეს პენსიონერები და ალბათ პენსიას გაზრდიან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს აკრიტიკებენ „ევროპული საქართველოს“ წევრებიც:

„ეს ბიუჯეტი ვერ პასუხობს ვერანაირად ძირითად სირთულეს და გამოწვევას, რაც აქვს საქართველოს. ეს არის სიღარიბის მაღალი დონე, დაბალი შემოსავლები, მაღალი უმუშევრობის დონე და ა.შ. გარდა ამისა, პენსია არ იზრდება, სოციალური დახმარება არ იზრდება,“ - ამბობს გიგი წერეთელი.

საბოლოო კენჭისყრა მომავალი წლის ბიუჯეტზე დეკემბერში გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42