უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ რადაში კანონპროექტი შეიტანეს. დოკუმენტი ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ არის შემოშავებული და იგი უკვე დარეგისტრირებულია. ინიციატივის ავტორები ვარაუდობენ, რომ დოკუმენტის განხილვა 7 ნოემბერს მოხდება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, პარლამენტს პრეზიდენტის კანონიერი გზებით შეცვლის ინსტრუმენტი ექნება.
„ხელისუფლების ცვლილება კანონიერად უნდა მოხდეს. მაგრამ თუ არ არსებობს შესაბამისი კანონი, ეს ვერ მოხდება. ამიტომ, უკვე წარვადგინეთ კანონპროექტრი პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ. მოქმედ პარლამენტს თუ არა, შემდეგს მაინც უნდა მოვცეთ პრეზიდენტის გადაყენების კანონიერი ინსტრუმენტი.
არ მაქვს მოქმედი უკრაინული პასპორტი. ხოლო პოროშენკო ჩემი საქართველოში ექსტრადირების პრიცესშია. თუმცა, ამისთვის მას მთელი რიგი პროცედურების გავლა მოუწევს. ჩემი უფლებების დასაცავად ყველა კანონიერ გზას გამოვიყენებ. თუ კი პოროშენკო ჩემს საქართვლოში ექსტრადირებას მაინც მოახდენს, იქ ხალხი ხელისუფლებას ჩამოაგდებს. შემდეგ კი ჩვენ ქართველი ოლიგარქის თავიდან მოშორების პროცესს დავიწყებთ. ვფიქრობ, მოვლენები საქართველოშიც და უკრაინაშიც ერთნაირად განვითარდება," - აღნიშნა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






