ბურჯანაძემ რუსეთის ფედერალურ არხ "როსიაზე" გადაცემა 60 წუთში, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებისა და რადას წინ მიმდინარე აქციის შესახებ ისაუბრა.
მისი განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მხარდაჭერის გარეშე საზღვარს ვერ გადაკვეთდა.
ნინო ბურჯანაძე შეეხო აგვისტოს ომსაც და განაცხადა, რომ ეს იყო ნამდვილი პროვოკაცია.
”რაც 2008 წელს მოხდა, ნამდვილად პროვოკაცია იყო. სააკაშვილი ზოგჯერ ემოციური კია, მაგრამ, არც იმდენად სულელი, რომ ომი დაეწყო და ჩაერთო საქართველო ამ ომში კონკრეტული გარანტიების არქონის გარეშე. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მის ზურგს უკან იდგა მაკკეინის გუნდი, რომელსაც ძალიან სჭირდებოდა რუსეთის ჩართვა ომში. დიდი იმედი მაქვს, უკრაინა არ გაიმეორებს ამ შეცდომას და რუსეთიც არ ჩაერთვება ამ ომში, რადგან ეს კატასტროფა იქნება უკრაინისთვის და რუსეთისთვისაც.
რა თქმა უნდა, რუსეთს შეიძლია სამხედრო ძალით გაიმარჯვოს, მაგრამ მაინც ძალიან ცუდი იქნება მისთვის. მიზანი ერთია, აქციონ რუსეთი ნომერ პირველ მტრად. ახლა უფრო სჭირდებათ რუსეთის ჩართვა ამ პრობლემაში. ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები, მსოფლიო ჩემპიონატი. რატომაც არ გაკეთდეს ისე, რომ რუსეთმა გადადგას ნაბიჯები, რომელიც მთელ მსოფლიოს და დასავლეთს მისცემს საშუალებას, რუსეთი ცივილიზაციის ნომერ პირველ მტრად დააყენოს” - განაცხადა ბურჯანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






